”ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა თვლის, რომ გუნდის უკანასკნელი წარუმატებლობები ობიექტურად უნდა იქნეს გათვლილი და გაანალიზებული, იტყობინება ესპანური პრესა.
”რა თქმა უნდა, მარცხმა ”ბაიერნისგან” დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. მაგრამ მატჩის მეორე დღეს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. არ უნდა გამოვიტანოთ ერთჯერადი დასკვნები, რადგან ”ბარსელონას” ჩემპიონობა უკვე ამ კვირაში შეუძლია. როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ ამას, თუმცა მომავალ წელს ”ბარსელონა” აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი.” – განაცხადა ინიესტამ.



