მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“–„ბეტისი“ საინტერესო ფაქტები

„ბარსელონა“–„ბეტისი“ საინტერესო ფაქტები

– უკანასკნელ 8 შეხვედრაში ალექსის სანჩესმა 5 გოლი გაიტანა და ექსვსი საგოლე გადაცემა მიითვალა ანგარიშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას “ბარსას” მიერ გატანილი 22 გოლიდან 11–ის გატანაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჩილელმა გოლები “დეპოტვივოს” (2), “მალიორკას”, “ატლეტიკსა” და “ბეტისს” გაუტანა.

– პინტომ ამ სეზონზე მე-14 მატჩი ითამაშა, რითაც გააუმჯობესა წინა სეზონის შედეგი.  რაც შეეხება მის რეკორდს – 2010/2011 წლების სეზონზე  პინტოს 17 მატჩი აქვს ჩატრებული.

– ამ სეზონში პირველად “ბარსამ” მატჩში ორი გოლი თავური დარტყმით გაიტანა: პირველი გოლი სანჩესის ანგარიშზეა მე–9 წუთზე, ხოლო მეორე გოლი ვილიამ გაიტანა 56–ე წუთზე.

– “ბარსას”  აქვს შანსი სეზონი 100 ქულით დაამთავროს, ამისათვის მან ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს. გუნდს 4 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი: მადრიდის “ატლეტიკოს”, “ვალიადოლიდის”, “ესპანიოლისა” და “მალაგას” წინააღმდეგ.

– ვილიამ გუშინ პირველად გაიტანა გოლი 8 მატჩიანი პაუზის შემდეგ. ბოლოს მან გოლი “რაიოს” გაუტანა.

– ალვესმა ზედიზედ მე–10 შეხვედრა დაიწყო სასტრატო შემადგენლობაში. მსგავსი შედეგი ამ სეზონზე ჯერ არცერთ ფეხბურთელს უჩვენებია.

– 19 იანვრის მატჩის შემდეგ ეს ჩავისთვის პირველი მატჩი იყო, როდესაც მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში