”ბარსა” ესპანეთის ჩემპიონის 22-ე ტიტულამდე მიისწრაფვის. ”ბლაუგრანას” ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებისთვის 2 ქულაღა სჭირდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ კატალონიელთა 22-ე ტიტული შეიძლება დამდეგ შაბათს ვიხილოთ, იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები ”მალაგას” ვერ დაამარცხებენ. თუ ”რეალი” შეძლებს მეტოქის დამარცხებას, მაშინ ყველაფერი ”ბარსას” ხელში იქნება. კვირას, ”ვისენტე კალდერონზე” მიღწეული წარმატება კატალონიელებისათვის საჩემპიონო იქნება.
შემოგთავაზებთ ორივე კლუბის დარჩენილი თამაშების ცხრილს:
ბარსელონა
35-ე ტური. ატ. მადრიდი – ბარსელონა (კვირას, 12 მაისს 21:00)
36-ე ტური. ბარსელონა – ვალიადოლიდი (კვირას, 19 მაისს 23:00)
37-ე ტური. ესპანიოლი – ბარსელონა
38-ე ტური. ბარსელონა – მალაგა
რეალი
35-ე ტური. რეალი – მალაგა (ოთხშაბათს, 8 მაისს 23:30)
36-ე ტური. ესპანიოლი – რეალი (შაბათს, 11 მაისს 00:00)
37-ე ტური. სოსიედადი – რეალი
38-ე ტური. რეალი – ოსასუნა