”ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპე მელმა ახსნა, თუ რატომ დამარცხდა მისი გუნდი კატალონიის ”ბარსელონასთან”.
”მესის საჯარიმოდან გატანილმა გოლმა მორალურად გაგვტეხა. იგი მოედანზე გამოვიდა და პირველივე დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. ისე ჩანდა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.” – განაცხადა მელმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის მიმდინარეობისას ”ბეტისი” ორჯერ ლიდერობდა.



