მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთად ყველაფერს დავძლევთ !

ერთად ყველაფერს დავძლევთ !

ძალა ერთობაშია !
ერთ-ერთი სულხან საბას იგავარ-არაკის თანახმად , ძველად ცხოვრობდა მეფე , რომელსაც ოცდაათი შვილი ჰყავდა.. ერთ დღესაც , როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოება , მან უხმო შვილებს და სთხოვა მათ 30 ისრის მოტანა.. შეკრა ისინი ერთ კონად და გადატეხა დააპირა , მაგრამ ვერ გადატეხა.. შემდეგ თითო-თითოდ სცადა ისრების გატეხვა და ადვილად შეძლო ეს.. ამის შემდეგ შვილებს უთხრა: ”თუ ერთად იქნებით , მტერი ისევე ვერ გაგტეხთ , როგორც მე ვერ გავტეხე შეკრული ისრების კონა.. თუ დაშორდებით ერთმანეთს , ცალ-ცალკე მტერი ადვილად დაგელწავთ .. ”


ამ იგავის დედააზრი სწორედ ჩვენ გვაერთიანებს ახლა ! მათ ვისაც სჯერა ! მათ ვისაც უნდათ ! მათ ვისაც არ ეშინიათ !
გუშინ კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა ვიხილეთ .. ”რეალი” ფინალში ვერ გავიდა , მაგრამ ჩვენ დავინახეთ რა შეუძლია მონდომებას , ერთად დგომას ! ბოლო წუთებზე სასწაული თამაში აჩვენეს ესპანელებმა , მაგრამ ახლა ამის განხილვას არ ვაპირებ !
დღესაც დიდი დღეა ! ამჯერ ჩვენთვის ! ისე უნდა ითამაშონ , როგორც ბოლო წუთებზე .. ”რეალის” მაგალითი წინ უნდა დაიდონ და 1% მაინც მოდუნება უნდა მიხვდნენ რის ფასად შეიძლება დაუჯდეთ ! პირველივე წუთიდან ისე უნდა ითამაშონ , როგორც ბოლო წუთზე .. წაგების შემდეგ მაშინვე , რომ იმედი გამიჩნდა ეს ცხადია , მაგრამ იმედი თქვენ ახლა უნდა ნახოთ ! როცა ფეხბურთელები აკეთებენ განცხადებებს , რომ შეუძლიათ , რომ იბრძოლებენ , რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა გულშემატკივარი გაახარონ ! რომ შეუძლებელი მათთვის არაფერია ! ახლა მეტი მონდომება იქნება , რადგანაც გერმანელებმა უკვე გამოთიშეს ერთი ესპანეთის გუნდი ! ახლა მეტად იბრძოლებენ მათი ქვეყნის ღირსებისთვის ! დღეს ისინი ვალდებულნი არიან მოედანზე ყველაფერი დადონ და მე მჯერა ! მჯერა ერთობის და იმის , რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია ! რომ გულშემატკივარი დიდ როლს ითამაშებს ! რომ ფორმის პიკს გვაჩვენებენ ! რომ დღეს მოახდენენ სასწაულს ! და რომ დღეს ფეხბურთის ისტორიის ფურცლებს კიდევ ერთი ქამბექი მიემატება !

ერთ მაგალითს მოვიყვან: ” სრულიად ჯანმრთელი ადამიანი , რომელსაც მესამე სტადიის კიბო აღმოაჩნდა სრულიად მარტო ცხოვრობდა .. მიეცა დეპრესიას , მაგრამ როდესაც ეს ამბავი მისმა ახლობლებმა გაიგეს გადაწყვიტეს მარტო არ დაეტოვებინათ და მასთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად .. ავადმყოფის ოთახში დიდი ბანერი გააკრეს , რომელსაც შემდეგი სიტყვები ეწერა: ” მე ყველაფერი შემიძლია ! კარგად ვარ ! .. ”
ეს სწორედ ის სიტყვებია , რომელმაც ის ადამიანი გადაარჩინა .. ეს არის ერთობა ! რწმენა და იმედი ! დღეს ის ცოცხალია ! მაგალითი , რომელიც უფლებას არ გაიძლევს რაიმე არ დაიჯერო .. ეს მაგალითები ჩვენს ცხოვრებაში ხდება ..


და დღეს როცა დიდი მატჩისა და ქამბექის მოლოდინში მთელი საფეხბურთო სამყაროა და კულეებს გვჯერა სასწაულის ! უბრალოდ მათ არ აქვთ უფლება არ იბრძოლონ: ! მოედანზე მოსაგებად გავლენ ! ღირსების დასაბრუნებლად გავლენ ! გულშემატკივრისთვის გავლენ ! ესპანეთისთვის გავლენ ! სიამაყისთვის გავლენ ! ისტორიისთვის გავლენ ! ტიტოსა და ერიკისთვის გავლენ ! ოჯახებისთვის გავლენ ! შვილებისთვის გავლენ ! თავდადებისთვის გავლენ ! ”რეალისთვის” გავლენ ! ერთგულებისთვის გავლენ ! მეგობრობისთვის გავლენ ! სიყვარულისთვის გავლენ ! პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სახელით გავლენ ! დღეს ყველაფერი მათთვის მოტივაციაა .. ჩვენ მხოლოდ უნდა გვჯეროდეს და დავუდგეთ მათ მხარში .. დღეს სამუდამოდ უნდა დავადუმოთ ხალხი , რომელმაც არ ირწმუნა ”ბარსელონასი” ! სრულებითაც არ გამოვრიცხავ იმას , რომ ვერ გავიდეთ ფინალში , მაგრამ თუ ეს ასე მოხდა ღირსეულად დამარცხებას ვუსურვებ მათ !


ჩვენ კი უდიდესი დანაკლისებით და გერმანელების დიდი უპირატესობით ველით გერმანელებს ჩვენს კედლებში ! იქ სადაც თამაშის ბედს მხოლოდ ”ბარსელონა” წყვეტს ! იქ სადაც მხოლოდ მათ შეუძლიათ ბატონობა !
მეტი ვიდრე კლუბი ! მეტი ვიდრე ძალა !
ერთად ყველაფერს დავძლევთ ! 

[media=http://www.youtube.com/watch?v=aFkApXjaJMA]
ჩვენ არაამქვეყნიური ფეხბურთის მოლოდინში ვართ.. 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=uPrshulug5E]

   

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის © 
ჯერემი რენერი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში