დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე ”ბარსელონას” ურთულესი მატჩი ელის, სადაც კატალონიელებს მხოლოდ სასწაული თუ უშველით. მოდით, ცოტა გავხალისდეთ ამ მატჩის წინ! რაც შეეხება პროქეტს, წესები არ შეცვლილა. მე ვუსმევ მომხმარებელს კითხვას, თუ რატომ გახდა კულე, რატომ მაინცდამაინც ”ბარსელონა”. ის კი თავის მხრივ პასუხს მცემს. მოდით, დავიწყოთ.
1. Shiuk (ჯგუფი – ”სტაჟიორი”) – დათო პირველ რიგში გილოცავ ახალ წამოწყებას და გისურვებ წარმატებებს. ახლა კი რაც შეეხება შენს კითხვას. ბავშვობიდან ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, თუ რომლები იყვნენ ‘’ჩვენები’’. ამ შეკითხვას ყოველ თამაშზე ვსვავდი. ცოტა ხანში კი როდესაც უფრო გავერკვიე ფეხბურთში ვხედავდი, რომ ეს გრძელთმიანი, ფერადკანიანი უცნაური კბილების მქონე ფეხბურთელი ძალიან მომწონდა. მე რონიმ შემაყვარა ჯერ ფეხბურთი და შემდეგ ‘’ბარსა’’. ყოველი თამაშის შემდეგ ‘’ბარსასადმი’’ სიყვარული უფროდაუფრო იზრდებოდა. სწორედ რონის დამსახურებით ვარ მე დღეს კულე. ‘’ბარსაზე’’ კი რაც შემიძლია ერთადერთი ვთქვა ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახია. ყოველთვის დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში და დღეს ორმაგად უფრო მჯერა მათი. ‘’ჩვენ ეს შეგვძლია’’. 5-0 !
2. XaVi-HErnaNdez-6 (ჯგუფი – ”მომხმარებელი”) – პირველ რიგში გილოცავ დათო ამ პროექტის წამოწყებას და წარმატებას გისურვებ.ახლა კი რაც შეეხება მთავარ თემასრატო გავხდი კულე და მაინც და მაინც რატო ბარსელონა.თავიდან არ მაინტერესებდა ფეხბურთი და მითუმეტეს ბარსელონა მაგრამ,ვიცი და მესმოდა რომ რონალდინიო ნამდვილი ფეხბურთის ჯადოქარი იყო და ის სასწაულებს აკეთებდა მოედანზე.როდესაც რაღაცას ვთამაშობდი და რაიმე რიცხვი უნდა ამერჩია სულ მახსივს რომ 10-ს ვირჩევდი იმ სულისკვეთებით რომ მე ეს საქმე გაუჩოსავით კარგად გაეკეთებია..მაგრამ ის არ ვიცოდი რო რონი ბარსას მოთამაშე იყო. ჩემი კულედ მონათვლა კი მოხდა 2009 წლის 2 მაისს,მაშინ როდესაც ბარსა უპირისპირდებოდა მადრიდის რეალს და ეს სანახაობა ყოველთვის დაძაბულია ფეხბუღტის გულშემატკირთათვის. ამ მატჩის ყურება დაახლოებით მე-60 წუთზე დავიწყე და ვგიჟდებოდი მათ ყოველივე ბურთის შეხებასა და პასზე.ამ მატჩში ჩეზე ყველაზე მეტად იმოქმედა ბარსელონას ნამდვილმა ელ მაესტრომ ჩავი ერნანდესმა და ზუსტად ამ ფეხბურთელს უკავშირდება ჩემი ამ კლუბისადმი უზაზღვრო სიყვარული.ალბათ ძალიან ძნელია ფეხბურთის ისტორიაში ისეთი გუნდის მოძებნა როგორიც ბარსაა,ამ გუნდმა შეძლო და პეპ გუარდიოლას მეთაურობით მოიგო ის რასაც დღესაც ბევრი კლუბი ვერ ახერხებს. ალბათ ზოგისთვის სასაცილო ამბავია ბარსასადმიესეთი სიყვარული და ვერც გამიგებს ეს თუ ვერ გამოცადა რასაც მე ახლაც განვიცდი.ალბათ კულეობის უმეტესობა არაა ბარსელონაში ნაყოფი და კამპ ნოუზე დასწრებული და არც კი იცნობს ფეხბურთელებს და არც შეხვედრია მაგრამ ამ კლუბისადმი სიყვარულს საღვრები არააქვს….მე იმასაც მეუბნებიან გავა დრო და გაგივლის ეს ყველაფერიო მაგრამ,მე ტყუილად ხომ არ ვარ კულე ეს კლუბი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდი ადგილია უკავია და არამგონია ოდესმე ამ კლუბს ვუღალატო და თუ მოხდა რომ ბარსელონაგავყიდე და სხვა გუნდის მხარეზე გადავედი, მე დამწყდება გული რომ ასეთ გუნდს ჩემისთანა ერთჯერადი ფანი ყავდა…მაშინ როდესაც დავბერდები და და სიტყვას ბარსასგავიგონებ გამახსენდება ის წლები როლებიც დაუვიწყარი იყო ჩემთვის და რომელიმე ფეხბურთელზე ცუდი ამბავს მოვისენ მაგალითად დაიღუპა ან რამე დარწმუებული ვარ რომ ცრემლი მომადგება თვალზე….ამ კლუბზე შემიძლია დაუსრულებლივ ვილაპარაკო, ეს კლუბი მე მასწავლის სიყვარულს,მეგობრობას,ბრძოლის ჟინს და დამარცხების სათანადოდ შეფასებას,რომ ამ ყველაფერით მიიღწევა ეს ყველაფერი….ეს კლუბი ერთგვარი ცხოვრებას გასწავლის და ამიტომ მიყვარს ჩემი გუნდი…დაწყებული ფეხბურთელებით და დმათავრებული კლუბის დამლაგების ჩათვლით ყველას პატივს ვცემ რო ამ გუნდისადმი კარგი განწყობითაა გაჯერებული…
და ბოლოს მადლობა იმას ვინც ეს ჩემი ნაწერი წაიკითხა და ჩეთან ერთად იზიარებს ამ გუნდის დამარცხებას თუ გამარჯვებას.
3. Paco 🙂 (ჯგუფი – ”სტაჟიორი”) – მართალი გითხრა, არ მიყვარს ეს კითხვა. უბრალოდ, ბედმა გამიღიმა და გავხდი კულე. ეს არის და ეს, პირდაპირ ასე დაწერე!
4. DaviD_ViLLa_7 (ჯგუფი – ”მომხმარებელი”) – ”ბარსა” – ”უფრო მეტი, ვიდრე კლუბი”. ”ბარსელონას” და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ 2006 წლიდან. მანამდე კი, სიმართლე გითხრათ ფეხბურთით და ფეხბურთის თამაშით საერთოდ არ ვინტერესდებოდი. საფეხბურთო მატჩებს ხშირად ადევნებდნენ თვალყურს ჩემს ოჯახში და ასე თუ ისე მეც ”იძულებული” ვიყავი მეყურა ფეხბურთისთვის. ამასობაში ამ სპორტმა ძალიან გამიტაცა. ალბათ, როგორც ყველა უმეტესი ”ბარსელონას” გულშემატკივარი, მეც ფეხბურთი და “ბარსა”, რონალდინიომ შემაყვარა. როდესაც მისი პირველი მატჩი ვნახე, ძალიან მომეწონა მისი თამაში. იმის შემდეგ კი მუდმივად ვადევნებდი თვალყურს ფეხბურთს და “ბარსას” თამაშებს. 2008 წელს დაიწყო პეპ გუარდიოლას შესანიშნავი და დაუვიწყარი ერა, რომელმაც “ბარსასადმი” სიყვარული კიდევ უფრო გამირღმავა. პეპის დანიშვნის შემდეგ გუნდმა უამრავი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ერთ-ერთი ასეთი მატჩი იყო “ბარსელონა” – “ჩელსი”. ძალიან გამახარა ინიესტას გოლმა, რომლის წყალობითაც “ბარსა” შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო კლუბში დავიდ ვილიას გადმოსვლა, რომლის თამაში “ვალენსიადან” მხიბლავდა, ასევე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მახსოვს 2010/11 სეზონის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი “ბარსელონა” – “იუნაიტედი”. ყველა ელოდებოდა ამ დაპირისპირებას. კიდევ მახოვს ამ მატჩში გასული შესანიშნავი გოლები. დავიდის ულამაზესმა გოლმა ძალიან გამახარა, რომელიც ბოლო გოლი იყო ამ მატჩში. არასდროს დამავიწყდება ლიგის ეს ფინალი.მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი უბრალო ბიჭიდან “ბარსელონას” წყალობით გადავიქეცი ფეხბურთის უდიდეს გულშემატკივრად. ამ სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
“ბარსელონას” დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში !!! ვამაყობ, რომ ვარ ამ უდიდესი კლუბის გულშემატკივარი !!!
5. Barcafan_Farkao (ჯგუფი – ”სტაჟიორი”) – რატომ ბარსელონა? – ამ გუნდის გულშემატკივრობა მაშინ დავიწყე, როდესაც პირველად ვუყურე რონალდინიოს თამაშს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მილანთან”, სადაც ბრაზილიელი მართლაც ცეკვა-ცეკვით ატყუებდა ფეხბურთელებს. ამ მატჩის შემდეგ კატალონიური კლუბის მიმართ ჩემი სიმპატიები უფრო და უფრო გაიზარდა, რაც შემდეგ ასე, რომ ვთქვათ ძალიან დიდ ფანობაში გადამეზარდა. რონალდინიომ არამარტო “ბარსელონა” არამედ უფრო მეტადაც შემაყვარა ფეხბურთი, რამაც საბოლოო ჯამში ფეხბურთელობაც კი გადამაწყვეტინა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კლუბის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები მუდამ რაც არ უნდა მოხდეს!…
გმადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი



