მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ატლეტიკი“–„ბარსელონა“ – პრევიუ

„ატლეტიკი“–„ბარსელონა“ – პრევიუ

“ბარსელონა” ეცდება სამშაბათის გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ  ძალები მოიკრიბოს და დაუპირისპირდეს საკმაოდ პრინციპულ მეტოქეს ბილბაოს “ატლეტიკს” “სან მამესის” სტადიოზე. ამ ორ გუნდს ერთმანეთის წინაარმდეგ ბევრი დაუვიწყარი მატჩი აქვს ჩატარებული. ლა ლიგას პირველი წრის დაპირისპირება “კამპ ნოუზე” გაიმართა, სადაც კატალონიელებმა ბასკებს გამანადგურებელი ანგარიშით 5–1 სძლიეს. ასევე აღსანიშნავია კოპა დელ რეის 2012 წლის ფინალი, სადაც “ბარსელონამ” მეტოქეს 3–0 სძლია.

“ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ ყველას ყურადღება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისკენაა მიპყრობილი.  ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებს: ვის იყიდის “ბარსელონა”?  ნეიმარს? ჰუმელსს? ტიაგო სილვას? – რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ ყურადღება სხვა საკითხზე გადავიტანოთ. მძიმე მარცხმა ძალიან ბევრ გარემოებას მოჰფინა ნათელი და დაგვანახა ის სისუსტეები და საფრთხეები, რომლის წინაშეც გუნდი დგას. მიუხედავად ამისა, ლა ლიგის მატჩებში “ბარსელონა” ძალიან დამაჯერებლად ამარცხებს გუნდებს და ძალიან კარგ შედეგსაც აჩვენებს. უკანასკნელ სამ შეხვედრაში კატალონიელებმა ცხრა გოლი გაიტანეს, ამასთანავე შეძლეს კარის მაშრალად შენახვა.

ასეთივე შედეგის ჩვენება ვალდესმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხა, თუმცა ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი არადამაჯერებელი მატჩის  მიუხედავად ვალდესი ზამორას ჯილდოზე მესამე ადგილს იკავებს და რეალური შანსი აქვს შედეგი გააუმჯობესოს და მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

ძნელია იმის პროგნოზირება თუ რას შემოგვთავაზებს ტიტო ვილანოვა, თუმცა აშკარაა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაძე დანი ალვესი მოგვევლინება, რომელსაც კიდევ შესწევს ძალა და ენერგია, რომ თითოეულ შეხვედრაში პირველივე წუთიდან დაიწყოს თამაში.  ტრავმა მოუშიშა ადრიანომ, რომელიც სავარაუდოდ “ატლეტიკთან” მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

რაც შეეხება ერიკ აბიდალს – ეს ფეხბურთელი ყველას უყვარს და ყველა პატისვ სცემს მას. ფრანგმა დაამტკიცა, რომ შეუძლია 90 წუთი თამაში, ასე, რომ ვიმედოვნებ,  აბიდალი დღესაც ძირითად შემადგენლობაში იქნება და ბასკების ფიზიკურად კარგად მომზადებულ თამდამსხმელებს ყველანაირად შეზღუდავს. ერიკ აბიდალს კომპანიონობას მარკ მარტრა გაუწევს, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია “ბაიერნთან” მისი თამაში კი გამოუცდელობითა და სათამაშო დროის სიმცირით იყო გამოწვეული. თუმცა მისი როლი კლუბში თანდათან იზრდება.

სერხიო ბუსკეტსის ტრავმის გამო სასტრატო შემადგენლობაში იქნება  ალექს სონგი,  ნახევარდაცვაში ასევე სავარაუდია ტიაგო ალკანტარასა და სესკ ფაბრეგასის ძირიდაში დაყენება. ამ შემთხვევაში ისინი ლა ლიგის ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ითამაშებენ პირველივე წუთიდან.

რაც შეეხება თავდასხმას. “ბაიერნთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, ტრავმის გამო ძალების აღსადგენად სავარაუდოა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას ესპანელი ფორვარდო დეივიდ ვილია დაიკავს, ფლანგებიდან კი შეტევას პედრო როდრიგესი და კრისტიან ტელიო წარმართავენ. თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდია,  რომელსაც ნათელი მატჩის დაწყებიდან ერთ საათში მოეფინება.

უკანასკნელი თამაშები:

“ბარსელონა” : ფმფმმწ

“ატლეტიკი” : მწმწწფ

უკანასკნელი შეხვედრა

“ბარსელონა” 5–1 ბილბაოს “ატლეტიკი” – 1 დეკემბერი 2012– ლა ლიგა

ამ შეხვედრაში გოლები ლეო მესიმ (2), ხერარდ პიკემ, ადრიანო კორეიამ და სესკ ფაბრეგასმა გაიტანეს. ეს მატჩი “ბარსელონასთვის” ზედიზედ მოგებული მეექვსე შეხვედრა აღმოჩნდა.

სავარაუდო შემადგენლობა:

“ბარსელონა” (4–3–3): ვალდესი, ალვესი, აბიდალი, ბარტრა, ადრიანო, სონგი, ტიაგო, ფაბრეგასი, პედრო, ვილია, ტელიო.

“ატლეტიკი”: ირაისოსი, ირაოლა, სან ხოსე, ეკისა, აურტენეჩე, გურპეგი, დე მარკოსი, ანდერი, სუსაეტა, მუნიაინი, ლიორენტე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში