მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

რისი შურთ მოსფლიოში? რისი და ერთი კატალონიური ფაბრიკის, რომელიც უკვე რამდენი წელია შეუჩერებლად მუშაობს და საოცარ პროდუქტს ქმნის – ფეხბურთის ვარსკვლავებს ამზადებს. დღეს “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მისმა 7 ფეხბურთელმა კი სამხრეთ აფრიკაში, ისტორიაში პირველად მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული. შვიდივე ჩემპიონი “ბარსელონამ” აღზარდა, ვფიქრობ ამას მეტი კომენტარი აღარ სჭირდება. 

 

იქ მოხვედრა ფეხბურთზე შეყვარებული ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა, თუმცა ლა მასიას კარი მხოლოდ რჩეულთათვის იღება. სამსართულიან შენობაში ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებმაც უმკაცრესი შემოწმება გაიარეს და გარდა იმისა, რომ ბურთთან დამეგობრება სურდათ, არც სხვა სასკოლო საგნებში შეირცხვინეს თავი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შენობა, სადაც ძველი “ლამასია” იმყოფებოდა პირქუშია. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ცეკვა-თამაშისთვის არ აუშენებიათნ. ის ორსართულიანია აქვს ერთი სასადილო, 6 საძილებელი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, საერთო თავშეყრის დარბაზი, თუმცა ამჟამად “ლა მასია” სრულიად ახალ და თანამედროვე შენობაშია გადასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატარა ფეხბურთელები გართობაზე გადაერთვებიან. 

აკადემიას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა ყველას ევალება – დირექტორით დაწყებული, მოსწავლით დამთავრებული. ბიჭებს ეკრძალებათ ამხანაგების დაპატიჟება, მშობლებს შეუძლიათ თავისი შვილები ნებისმიერ დროს ნახონ, მაგრამ მწვრთნელებისა და პედაგოგების რჩევით ძალიან არ აქტიურობენ. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, მათში ყველაზე მთავარია საფეხბურთო აზროვნების განვითარება და ბურთით ვარჯიში. და ცხადია, ხშირი პრაქტიკა, ანუ თამაში. აკადემიის დაარსების დღიდანვე 15 წლამდე ბავშვის ფიზიკურად დატვირთვა აკრძალულია, ფიზიკურ მომზადებას ფეხბურთელი გვიან განავითარებს. 

“ლ მასია” გაიერეს მესიმ, პუიოლმა, პიკემ, ბუსკეტსმა, ვალდესმა, ინიესტამ. პეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა ფეხბურთელების სამჭედლოში ერთად ჩაირიცხნენ. 

სიმბოლურია, რომ “ლა მასიას” ფანჯრებიდან ერთადერთი, რაც ბავშვებმა შეიძლება დაინახონ, მათი ოცნების მწვერვალი, “კამპ ნოუა.” ის ტითქოს გვერდითაა, 30 მეტრში, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზაა შორი. “ლა მასიას” იდეა ასეთია: ადამიანი ჯერ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს და მერე ფეხბურთელად. განათლებამ რომელსაც ბავშვები აქ იღებენ, მათ ცხოვრების სხვა სფეროებში მოღვაწეობისას გამოადგებათ. აქ არ ავიწყდებათ, რომ ტრავმამ ან სხვა რაიმე მიზეზმა ფეხბურთს ნებიმიერი ადამიანი შეიძლება ჩამოაშოროს, მაგრამ ის ამის გამო ცხოვრებისგან ჩამოშორებული არ უნდა დარჩეს. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=Xywh5abBpxU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში