Barcamania.ge–ზე კვლავ გრძელდება პროექტი. ჩვენ გთავაზობთ “ბარსელონას” ახლანდელი და ყოფილი ფეხბურთელების მიერ გადაღებულ რეკლამებს. თქვენ უკვე იხილეთ ტიერი ანრის, ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, კარლეს პუიოლის, რონალდინიოს, ხავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტას, ხერარდ პიკეს, რაფაელ მარკესისა და ჰენრიკ ლარსონის რეკლამები (ვისაც არ უნახავს ანრი, შეუძლია ნახოს აქ ; მესი– აქ ; იბრაჰიმოვიჩი– აქ ; პუიოლი– აქ ; რონალდინიო– აქ ; ჩავი– აქ ; ინიესტა– აქ ; პიკე– აქ ; მარკესი– აქ ; ლარსონი– აქ ). ახლა კი რივალდოს დრო მოვიდა. ჩემდა გასაკვირად ბრაზილიელს ასეთი სახის ვიდეოებში არც თუ ისე ბევრჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული; ასე რომ, რეკლამების ბოლოს პატარა სიურპრიზი გელოდებათ. ახლა კი დავიწყოთ.
ეს გახლავთ Puma–ს რეკლამა.
ეს გახლავთ TELCEL–ის რეკლამა რივალდოს მონაწილეობით.
ეს კი Pepsi–ს რეკლამაა.
კვლავ Pepsi-ს რეკლამა, მაგრამ ამჯერად რივალდოსთან ერთად მონაწილეობს რობერტო კარლოსი.
Pepsi–ს კიდევ ერთი რეკლამა, რომელშც, რივალდოს გარდა, მონაწილეობენ “მანჩესტერის” და “რეალის” ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელები.
აი, სამწუხაროდ, სულ ეს გახლავთ რივალდოს რეკლამები, თუმცა არ მოიწყინოთ. ახლა თქვენ იხილავთ მის მიერ გატანილ ულამაზეს გოლს “ვალენსიას” კარში.
ამ სტატიის დამთავრება ისე ნამდვილად არ შეიძლება რივალდოს კარიერის საუკეთესო მომენტები რომ არ გავიხსენოთ.
იმედია, ისიამოვნეთ მართლაც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, რივალდოს რეკლამებით. სიაში შემდეგი დანი ალვესია



