მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანტე: “ჩვენ ბურთის მაქსიმალურად გაკონტროლებას ვაპირებთ”

დანტე: “ჩვენ ბურთის მაქსიმალურად გაკონტროლებას ვაპირებთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელმა მცველმა, დანტენემ განაცხადა რომ “ბარსელონაში” მეორე საუკეთეო მოთამაშე, ანდრეს ინიესტაა. გვაუწყებს ამ ინფორმაციას ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ღამით 22:45 წუთზე “ალიანს არენაზე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს “ბაიერნი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.

“შემიძლია ვთქვა, რომ დღეს “ბარსელონაში” ლიონელ მესის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა. ის არის ძალზედ სახიფათო მოთამაშე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისმა ნებისმიერმა პასმა შესაძლოა მთლიანად მოჭრას ჩვენი გუნდის დაცვა. იგი ბოლო წლებში მართლაც ბრწყინვალედ ასპარეზობს”. – აცხადებს დანტე.

რაც შეეხება “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით ბრაზილიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ბურთი. ჩვენი მიზანია ამ სეზონში ტრიპლეტის შესრულება და ამით გვსურს ღირსეულად გამოვემშვიდობოთ იუპ ჰაინკესს”. – დაასრულა დანტემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში