მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბაიერნი” – ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ…

”ბაიერნი” – ”ბარსელონა”. იცით, თუ არა რომ…

 

 – ”ბარსელონას” საერთო შედეგი გერმანიაში ჩატარებული მატჩების შემდეგ ასეთია – 9 გამარჯვება, 10 ფრე და 5 მარცხი.

 – 11 წელი გავიდა, რაც გუნდი გერმანიაში დამარცხდა. მას შემდეგ გუნდმა 5 მატჩი მოიგო და 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 – ”ბარსელონას” არასდროს მოუგია ოფიციალური შეხვედრა სტუმრად ”ბაიერნთან” – 2 ფრე და 1 მარცხი.

 – გერმანული გუნდების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელში დაპირისპირებისას ”ბარსა” 17 შემთხვევიდან 13-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 – მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ”ბაიერნი” ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა (137) და მიიღო ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (24).

 – მარცხენა მცველ ალაბას 25 წამი დასჭირდა ”იუვენტუსთან” გოლის გასატანად, ეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-7 უსწრაფესი გოლია.

 – გერმანული გუნდიდან ნოიერმა, დანტემ და მიულერმა მიმდინარე გათამაშების ყველა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ”ბარსელონას” მხრიდან ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ ლეო მესია.

 – ”ბაიერნიდან” ლუის გუსტავო, დანტე და ლამი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებით შეხვედრას გამოტოვებენ. ”ბარსელონას” შემადგენლობაში ასეთი საფრთხე ემუქრებათ პიკეს, ალბას და სონგს. დღევანდელ შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო მანჯუკიჩი და ადრიანო გამოტოვებენ.

 – ბოლოს ”ბაიერნი” და ”ბარსელონა” 1 წლის წინ ამხანაგურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ”ალიანს არენაზე” კატალონიელებმა 0:2 იმარჯვეს.

 – ეს ორი გუნდი ზაფხულში ასევე ამხანაგურად გაეჯიბრება ერთმანეთს. ამ დროისთვის გემანული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ”ბარსელონას” ყოფილ თავკაცს, პეპ გვარდიოლას ექნება დაკავებული.

 – დღევანდელ შეხვედრას უნგრელი მსაჯი, ვიქტორ კაშაი განსჯის. მან 2-ჯერ იმსაჯა ”ბარსას” შეხვედრაში – 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მიმდინარე გათამაშების 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, სადაც ”ბარსამ” 4:0 იმარჯვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში