workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა: “ყველაფერს უმნიშვნელო დეტალები გადაწყვეტს”

როურა: “ყველაფერს უმნიშვნელო დეტალები გადაწყვეტს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გამართა მატჩის წინა პრესკონფერენცია. როურას მიაჩნია, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს. “ერთმანეთს ორი უძლიერესი კლუბი უპირიპირდება, რომლებმაც უკანასკნელ ოთხ ფინალში წარმატების მიღწევა შეძლეს.ვიქრობ, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს და ყველაფერს განმეორებითი შეხვედრა და უმნიშვნელო დეტალები გადაწყვეტს.  იმედი მაქვს შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც მილანთან შევძელით “კამპ ნოუზე””.

როდესაც როურას კითხეს, თუ რა გზით აპირებენ ისინი “ბაიერნის” დახმარებას, ჟორდიმ ჩავის სიტყვები გაიმეორა: “ხვალინდელი მატჩი ძალიან ინტენსიური იქნება. ჩვენ ვიცით, თუ როგორი რთული მატჩი გველის, რადგან “ბაიერნი” საოცარ სეზონს ატარებს”.

მენეჯერის ასისტენტმა აღიარა, რომ “ბაიერნის” თამაშის ხარისხი საოცარია, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები მზად არიან მიიღონ ეს გამოწვევა: “ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და კარგ ფორმაში ვიმყოფებით. ჩვენ ზედიზედ ექვს ნახევარფინალში მოვიპოვეთ თამაშის უფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია ამ შედეგის მისაღწევად. ახლა კი აქ ვართ და ვაპირებთ ეს ყველაფერი ლოგიკურ ფინალამდე მივიყვანოთ”.

კითხაზე ითამაშებს თუ არა მესი “ბაიერნის” წინააღმდეგ როურამ უპასუხა: “მესი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით მას ვარჯიშებზე, თამაშის დაწყებამდე კი ექიმებს ვკითხავთ რჩევას. მის გარეშე, თუ მასთან ერთად ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლქტებული”

როურამ ასევე განაცხადა, რომ მწვრთნელები სასტარტო შემადგენლობას თამაშის დღემდე ვერ დაასახელებენ, თუმცა არ გამორიცხა ერიკ აბიდალისა და მარკ ბარტრას ძირითად შემადგენობაში თამაში.

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward