კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ბრაზილიელმა ადრიანომ განაცხადა, რომ მას კატალონიაში დარჩენა სურს.
“ჩემი სურვილია, რომ კარიერა აქ გავაგრძელო. გუნდში ყველას კარგად დავუმეგობრდი აქ თავს კარგად ვგრძნობ. ოჯახს მოსწონს ეს ქალაქი და მშვენიერი გარემოა ჩვენს ირგვლივ. მართალია, ტრავმებმა ძალიან შემაწუხა, მაგრამ ვფიქრობ ამჯერად ყველანაირი ტრავმისგან დაცული ვარ.”
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე ღიად გამოვხატე ჩემი დარჩენის სურვილი. ხელმძღვანელობას ბევრი გადასაწყვეტი აქვს ჩემ კონტრაქტთან დაკავშირებით. მესმის, რომ ბევრი დრო დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო მალე გავახანგრძლივებ, მით უფრო უკეთესო იქნება გუნდისთვის.” – დაასრულა ადრიანომ.


