“სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა “გედების” 29 წლის გოლკიპერის მიხელ ვორმის მიმართ “ბარსელონას” მხრიდან გამოხატულ ინტერესებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დააკომენტარა.
“ვორმი “ბარსელონაში”? იგი შესანიშნავი მეკარეა. მიხელი კარგად თამაშობს ფეხით, ასევე ძალიან სწრაფიცაა. მას ძალიან ბევრ გუნდში შეუძლია თამაში”, – განაცხადა ლაუდრუპმა.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა კარის დარაჯმა უელსური კლუბის მაისური, პრემიერ ლიგის ეგიდით, ჩატარებულ 21 შეხვედრაში მოირგო და 32 გოლი გაუშვა.