“ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხუან იგნასიო მარტინესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სრულიად დაიხარჯება, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ ქულა მაინც მოიპოვონ.
“მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ორი გუნდია, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე რთული მეტოქეები არიან. ისინი მუდამ ცდილობენ შეგიტიონ და პირველ ნომრად თამაშობენ. მათ ყველა მატჩში გამარჯვება სურთ. “ბარსელონა” ამჟამად გადართულია ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ შეიძლება ჩვენ რამდენიმე ქულა მაინც მოვიპოვოთ ამ მატჩში. საქმეს აადვილებს ისიც, რომ არგენტინელი ლიონელ მესი ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშებს.”
“ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯებიან მოედანზე. ისინი მობილიზებულები იქნებიან. აუცილებელია ვითამაშოთ ყურადღებით და არ დავუშვათ შეცდომები. ასევე აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი რაც მოგვეცემა. ვითამაშებთ კონტრ-შეტევაზე რაც ძალიან კარგად გამოგვდის.” – დაასრულა მარტინესმა.



