workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია: ” ბარსა–რეალი ეს ისაა რისკენაც ყველა ფეხბურთელი ისწრაფვის”

დავიდ ვილია: ” ბარსა–რეალი ეს ისაა რისკენაც ყველა ფეხბურთელი ისწრაფვის”

წლეულს “ბარსელონას” პირველი შენაძენი დავიდ ვილია ავსტრიულ ქალაქ ლანგრეოს ეწვია და ჟურნალისტებთან “რეალი–ბარსას” დაპირისპირებაზე ისაუბრა.”კლასიკო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ყველა ფეხბურთელისთვის,მაგრამ მითუმეტეს მათთვის ვინც კატალონიურ გრანდში ახალი გადაბარგებულია. ვილია ასევე შეეხო სესკ ფაბრეგასის შესაძო ტრანსფერს “ბარსელონაში” და აღნიშნა,რომ იგი ძალიან მოხარული იქნება თუ კლუბი შეძლებს მის გადმობირებას.”მისი ტრანსფერი სასიკეთოდ აისახება როგორც გუნდზე, ასევე დიდწილად წარადგება პრიმერასაც.” მისი დებიუტის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ 11 აგვისტოს შედგება, ვილიამ განაცხადა: “თარიღები არც ისე შორსაა.” შეგახსენებთ, რომ დავიდი კლუბს 9 აგვისტოს შეურთდება,მაგრამ ვილიამ ამაზეც დაამატა,რომ: “შესაძლოა ეს შეიცვალოს თუ ეს კლუბის ინტერესებში იქნება”. როდესაც ვილიას კითხეს,რომ მას წელს ორი წინამორბედი გუნდის წინააღმდეგ მოუწევდა თამაში, მან განაცხადა: “”ბარსა” ჩემთვის ახალი გამოწვევაა.ფეხბურთელი კარიერის მანძილზე ბევრ ცვლილებას ახდენს და აღნიშნა, რომ ახლა 4–წლიანი კონტრაქტი აკავშირებს “ბარსასთან””.

 

წყარო: Sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში