– მიმდინარე სეზონში ”ბარსელონას” ცენტრალურ დაცვაში მე-11 განსხვავებული დუეტი იდგა. ყველაზე მეტად რომელი მცველები იკავებენ ამ პოზიციას? პიკე და მასკერანო.
– ადრიანო ცენტრალური მცველის პოზიციაზე 5 სხვადასხვა მოთამაშეს შეუწყვილდა. მან ითამაშა მასკერანოსთან, ბუსკეტსთან, პუიოლთან, პიკესთან და ბარტრასთან ერთად.
– მიმდინარე სეზონში პირველად პრიმერაში გუნდმა ზედიზედ 2 შეხვედრაში შეინარჩუნა კარი მშრალად.
– 2012 წლის 25 ნოემბრის შემდეგ გუნდმა სტუმრად პირველად არ გაუშვა გოლი.
– ჩავიმ პრიმერას შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში 3 თებერვლის შემდეგ პირველად დაიწყო. ბოლო 8 შეხვედრაში ის სათადარიგო სკამზე რჩებოდა.
– პრიმერას ბოლო 3 შეხვედრაში ძირითადში შემდეგი 8 ფეხბურთელი ხვდებოდა: ტელიო, სონგი, მონტოია, ბარტრა, ტიაგო, სანჩესი, სესკი და ალვესი.
– ტელიოს მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და გუნდის მე-4 საუკეთესო გოლეადორია.
– მიმდინარე სეზონში ტელიომ დუბლი პირველად შეასრულა. გასულ სეზონში დუბლებით ის ”ლევერკუზენთან” და ”ოსპიტალეტთან” შეხვედრებში გამოირჩა.
– ტიაგო ალკანტარამ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მე-2 გოლი გაიტანა, ხოლო კიდევ ერთი გოლი მას სამეფო თასზე, ”კორდობასთან” აქვს გატანილი.
– სერხი რობერტომ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში პირველად ითამაშა ”ბარსელონას” პირველ გუნდში.
– ალექსის სანჩესს მიმდინარე სეზონში 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, აქედან 5 პრიმერაში. მხოლოდ ინიესტა (18) და მესი (15) უსწრებენ მას, ხოლო სესკს ასევე 10 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
– ”ბარსას” ბურთის ფლობამ შეხვედრაში 65 პროცენტი შეადგინა.


