მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალონიის და სრულიად ესპანეთის სული ! კარლეს პუიოლ საფორსადა !

კატალონიის და სრულიად ესპანეთის სული ! კარლეს პუიოლ საფორსადა !

კარლეს პუიოლ საფორსადა , “ბარსელონას” კაპიტანი და ფეხბურთელი , რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უკვე 400-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.. ამ გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი.. ის კამპ ნოუზე 1999 წლიდან თამაშობს.. 17 წლის იყო , როცა “ბარსელონას” მეორე გუნდში ჩაირიცხა , მანამდე მშობლიურ ქალაქში , ლა პობლა დე სეგურში , ამავე სახელწოდების კლუბში თავდამსხმელად თამაშობდა.. დაცვაში პუიოლმა მხრის ტრავმის შემდეგ გადაინაცვლა.. კარლესი გუნდის პირველი კაპიტანია 2004 წლიდან .. ის გუნდის სულია , მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისთის გამარჯვებული სულის გამო..პუიოლი ”ერთგულთა სიაში ” მიგელის , ჩავის , კარლეს რექსაჩის და გილერმო ამორას მხარდამხარ საუკეთესო ხუთეულშია.. დღეს მას 35 წელი შეუსრულდა ! რა თქმა უნდა მისი წლების მატება ჩვენთვის კარგი არის , რადგან კარიერის დასრულებისკენ მიიწევს , მაგრამ ახლა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ და მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმს გავუსვამ ხაზს !


მამაცი კაპიტანი , ლომგული , ტარზანი , კლუბის სული და გული .. ასეთი ზედმეტ სახელებით მოიხსნებიენ დღევანდელი ჩემი სტატიის გმირს ! როგორც ”ბარსას” სხვა ფეხბურთელები ასევე კარლესიც გამოირჩევა დადებითი პიროვნული თვისებებით და ისევე , როგორც სხვები ჯერ ადამიანობას და შემდეგ პროფესიონალიზმს აყენებს ! არც ჩვენს კაპიტანზე მეგულება ადამიანი ვინც არ აფასებს ! ვინც ცუდად მოიხსენიებს ! ძნელია არ დააფასო ისეთი ადამიანი , ფეხბურთელი და კაპიტანი , როგორიც კარლესია ! ადამიანი მოტივაცია ! კლუბში ყველა ფეხბურთელისა ! როცა ის არის მოედანზე მეტი დავდაჯერებულობა და მეტი გამარჯვების ჟინია ! პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია , რომელსაც შეუძლია კლუბში ყველას დაუყვიროს ! ბევრს აკეთებს და ბევრსაც მოითხოვს !

სევილიის ”ბეტისის” ცენტრალური მცველი მიკი როკე , რომელიც ”ბარსელონას” საავადმყოფოში გარდაიცვალა კიბოს გამო სწორედ ჩვენი კაპტინისგან იღებდა დახმარებას , როგორც მიკი ასევე მისი ოჯახი .. მორალურ დახმარებასაც არ აკლებდა მათ და 1 წლის განმავლობაში ფინანსურადაც უზრუნველყო ! კარლესმა მისი ავადმყოფობის შესახებ პიკესგან გაიგო , რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელი იყო .. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტარზანმა როკეს დახმარება ! კარლეს პუიოლის დამსახურებით იგი “ბარსელონა ბ”-სთან ერთად ვარჯიშობდა , შთააგონებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს რამდენად ძვირფასია ცხოვრება და თუ როგორ უნდა გამოიყენონ ყოველი წამი.. სწორედ ისეთი ადამინებისგან უნდა ისწავლონ ხალხმა ცხოვრების მორალი , როგორიც პუიოლია ! მარტო ეს ერთი შემთხვევა როდია , რომელიც კარლესის დადებით თვისებებს აღწერს ! არაჩვეულებრივი პიროვნება , ფეხბურთელი და კაპიტანი , რომელზეც უსასრულდ შეგვიძლია ვისაუბროთ !

ფეხბურთელები კარლესზე :
პედრო: ”ძნელია ითამაშო ისეთ ფებხურთელთან როგორიც კარლესია და დაკარგო გამარჯვების ჟინი ! ” ..
მასკე: ”პუიოლი ისეთივე განუყრელია გუნდისთვის , როგორც მესი..როცა ის მოედანზეა მშვიდად ვართ” ..
ჩავი: ”ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”..
ტიაგო: ”საამაყოა ისეთ ფეხბურთელთან თამაში , როგორიც კარლესია”..
ვალდესი: ”დიდებული ფეხბურთელი , მცველი და კაპიტანი ! ”..
პიკე: ”პუიოლი ადვილად ბრაზდება და ხშირად ჩხუბობს თუმცა სამართლიანად.. იგი ჩემთვის მაგალითია ! ” ..
კასილასი: ”დიდებული ! მხოლოდ ეს სიტყვა შეიძება მივუსადაგოდ მას ! ”..

პუის ცხოვრებაზე :

– კარლეს პუიოლის მამა გარდაიცვალა , როცა თავად კარლესი ლა კორუნიაში მიემგზავრებოდა მატჩის ჩასატარებლად..

– კარლეს პუიოლი აღმერთებს ”დალაი ლამას” და შეხვდა კიდეც 2007 წელს..

– კარლეს პუიოლის თმები გუნდში ხელშეუხებელია..

– კარლეს პუიოლს საათების საკუთარი ხაზი აქვს და მას ქვია CP5..

– კარლეს პუიოლს ეძახიან ტარზანს მისი თმების გამო..

“კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვისაც სამკლავური არ კეთებია , ამას ვერ მიხვდება , ამიტომ ჩემი თანაგუნდელები რამეს არასწორად თუ აკეთებენ , შენიშვნებს ვაძლევ , ვუყვირი კიდეც” – კარლეს პუიოლი !
უბრალოდ ესპანეთისა და კლუბის ლეგენდა ! – კარლეს პუიოლ საფორსადა !

ფაქტები , რომლებიც არ გაძლევს საშუალებას არ დააფასო ეს ფეხბურთელი ! 

[media=http://www.youtube.com/watch?v=iOIXhx4SOOs]

[media=http://www.youtube.com/watch?v=ElCGaP05za8]

[media=http://www.youtube.com/watch?v=sU99mtbn-0w]

[media=http://www.youtube.com/watch?v=j9IpgxncDCg]

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©

ჯერემი რენერი 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში