workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სარაგოსაში მესის, ინიესტას, ბუსკეტსის და ალბას გარეშე

სარაგოსაში მესის, ინიესტას, ბუსკეტსის და ალბას გარეშე

 

სარაგოსაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეო მესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ხოსე მანუელ პინტო. ლეო მესი აგრძელებს ფიზიოთერაპიის კურსს ”პსჟ”-სთან მიღებული დაზიანების შემდეგ. პინტოს ზურგის არეში ტკივილები ქონდა, ამიტომ ის გუნდს არ გაყვება.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ ანდრეს ინიესტა და ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსს კი კუნთი აწუხებს. ტიტო ვილანოვამ განაცხადში 18 მოთამაშე შეიყვანა, მათ შორის ოიერი და სერხი რობერტო.

ადრიანომ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ბრაზილიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შეცვალეს, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, ის მზადაა თამაშისთვის. ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი, რომელიც დღეს 35 წლის გახდა და ხავიერ მასკერანო.

სესიას ესწრებოდა გუნდის ყოფილე ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესი, რომელიც ახლა ლისაბონის ”სპორტინგში” ასპარეზობს. მან ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, სანჩესი, ტიაგო, დოს სანტოსი, ბარტრა, პედრო, მონტოია, ადრიანო, აბიდალი, სონგი, ტელიო, ოიერი, სერხი რობერტო.

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward