workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლდა: “არსად შეიძლება იყო ისე კარგად, როგორც აქ”

გუარდიოლდა: “არსად შეიძლება იყო ისე კარგად, როგორც აქ”

მას შემდეგ, რაც პეპ გუარდიოლამ კატალონიურ გრანდთან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლვა კონტრაქტი პრესისთვისაც მოიცალა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტება მას ჰკითხეს რამდენი ხნით აპირებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას, პეპმა კი ჩვეულ სტილში, დიპლომატიური პასუხი გასცა მათ: “მე დავრჩები იქამდე, სადამდეც ძალები მეყოფა”
ინტერვიუ საკმაოდ საინტერსო გამოდგა, რადგან გუარდიოლამ ისაუბრა სანდრო როსელთან და იოჰან კრუიფთან შეხვედრის თაობაზე. ახლა კი თავად ინტერვიუზე გადავიდეთ:

ერთწლიანი კონტრაქტი

გუარდიოლამ დაასახელა მიზეზე,თუ რატომ თქვა უარი 6 წლიან კონტრაქტზე და მხოლოდ 1 წლიანით შემოიფარგლა. “მე უკეთესად ვმუშაობ მაშინ, როდესაც მცირე ვადიანი კონტრაქტი მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე რომ მივდივართ სწორი მიმართულებით. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონტრაქტი ერთწლიანი იქნება,თუ ოთხი, მთავარია რომ მე უნდა გავაგრძელო განვითარება. მე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რადგან გაგებით მოეკიდნენ ჩემს პოზიციას. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მე საკუთარ თავში ვიგრძნობ უფრო მეტ ძალას, რაც საკმარისი იქნება გუნდში კიდევ ერთ წლით დასარჩენად, მაგრამ თუ დავინახავ რომ საქმეები ცუდად მიდის მაშინ დავტოვებ გუნდს!”– განუცხადა პეპმა ჟურნალისტებს.

როგორც სახლში

“მე ძალიან მსიამოვნებს ახალი ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი ყურადღება და მხარდაჭერა. ვიცი არსებობს ხალხი, რომელიც თვლიდა რომ ეს საქმე უკვე მოგვარებული იყო, მაგრამ მე ძალიან მიხრია რომ ახალმა პრეზიდენტმა ეს ასე არ ჩათვალა და პირადად შემომთავაზა ახალი კონტრაქტი.” გუარიოლამ იქვე დასძინა რომ მადლიერია ყოფილი ტექნიკური დირექტორის, ჩიკი ბეგირისტიანისა და აწ უკვე ექს–პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტასი, რომლებიც მუდამ გვერდში ედგნენ. გუარდიოლას განცხადებით მათ ყოველთვის სჯეროდათ პეპის და ენდობოდნენ. ” ვერსად ვერ ვიგრძნობი თავს ასე კარგად, როგორც აქ, სახლში. მე ვმუშაობდი “ბარსა ატლეტიკში” ახლა კი პირველ გუნდს ვწვრთნი, ეს შესანიშნავიაა!”

სტაბილურობა

” მე აქ დიდი ხანი გავატარე და  შემიძლია გითხრათ, რომ არ გავკეთებ ისეთს არაფერს, რაც გუნდს დააზარალებს. როდესაც როსელმა 6 წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა ახსენა სიტყვა სტაბილურობა, მე კი მას ვუთხარი რომ კლუბის სტაბილურობა მის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული და არა მწვრთნელზე.”

ავტომატური განახლება

რაც შეეხება კონტრაქტის ავტომატურ განხლებას, პეპმა გაიმეორა: “თუ ყველაფერი კარგად იქნება, გეგმის მიხედვით წავა, რატომ არ გავაგრძელებ კონტრაქტს?!, მაგრამ ფეხბურთი ცვალებადია; ჩვენ შეიძლება ცუდი სეზონი გვქონდეს. ის არაა მნიშვნელოვანი დავრჩები თუ არა მე, თუ გუნდი მოიგებს ტიტულებს მომავალ წელსაც “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში მოგცემთ ინტერვიუს და თუ ვერ მოიგებს გუნდი, მაშინ ჩემს მაგივრად სხვა უპასუხებს თქვენს კითხვებს. თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენ რომ ვეღარ ვწვრთნი ფეხბურთელებს, მაშინ წასვლის დროც მოვა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, შარშან გუნდს არჩევნები ელოდა, წელს კი ყველაფერი სხვაგვარად არის. შესაძლოა საკითხი ფინჯან ყავასთან ერთად გნვიხილოთ: ” მე კარგად ვგრძნობ თავს, მოდით კონტრაქტი განვაახლოთ”, ან კიდევ ” მე არ მომწონს რაც ხდება, მოდით ამით დავამთავროთ ყველაფერი” “

კარგი ანაზღაურება

გუარდიოლამ უპასუხა გავრცელებულ ჭორებს, თითქოს მას და ტიტო ვიალონვას უფრო მაღალი ანაზღაურება სურდათ. ” ვიცოდი რომ ასეთი ჭორები გავრცელდებოდა, ამის კონტროლი შეუძლებელია. დიახ მე კარგად მიხდიან ახლა, მაგრამ ასევე კარგად მიხდიდნენ შარშან და შარშან წინაც. მე და სანდროს არანაირი უთანხმოებ არ გვქონია ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან კონტრაქტის განხლების ვადა დროში გაიწელა ეს იმას არ ნიშნას რო ვერ შევთანხმდით. უბრალოდ იგი ახალი არჩეული იყო და ვერ მოიცალა ამისთვის, თორემ შეთანხმებას უმოკლეს დროში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მივაღწიეთ.”

უბრალოდ ადამიანი

კითხვაზე,თითქოს მისი უფლებები გაიზარდა სპორტული ორგანიზების საკითხში, გუარდიოლამ ასეთი პასუხი გასცა: “მე კლუბის ნაწილად აღვიქვამ თავს, მაგრამ გადაწყვეტილებები კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. მე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, პირად მოსაზბერას გამოვთქვამ, ხოლო პრეზიდენტი ისმენს მას. ანალოგიურად მე ვუსმენ მას, ასე ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. კლუბში მხოლოდ ერთი, უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც აკისრია გარკვეული მოვალეობები. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს გემის კაპიტანი ვარ, ან რაიმე კოზირი მაქვს სხვებთან მიმართებით, მინდა ყველა დაგარწმუნოთ რომ ეს ასე არ არის. მე მხოლოდამხოლოდ იმ საკითხებს განვაგებ, რომლებიც მე მევალება.”

იოჰან კრუიფი

რა თქმა უნდა პრესკონფერენციას იოჰან კრუფზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. პეპმა ჟურნალისტებს განუცხადა: ” ის არასდროს არ არის შორს ჩემგან, როდესაც მე რჩევა მჭირდება ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა. მე ბევრი რამ ვისწავლე კრუიფისგან, როგორც ერთ დროს თავად ისწავლა მიხელესისაგან.” როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ატყდა სკანდალი იოჰან კრუიფის საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენების თაობაზე, პეპი ამ თემასაც შეეხო: ” ის გამორჩეული პიროვნებაა. როგორც ჩანს, მოვლენები ისე არ განვიტარდა, როგორც საჭირო იყო, მე ვიცი, რომ პრეზიდენტს მასთან ჰქონდა საუბარი. არც კლუბს და არც კრუიფს არ დაუმსახურებიათ მომხდარი, მე დარწმუნებული ვარ იოჰან კრუიფი კვლავ კლუბის ნაწილი იქნება, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, იგი “ბარსელონას” ცოცხალი ლეგენდაა.”

ჯარიმა ფედერაციისგან

გუარდიოლა ბევრად უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა ვიდრე ადრე. როგორც მოგეხსენებატ პეპი ცნობილია ფეთქებადი ხასიათით. გასულ სეზონში მან მსაჯი, კლოდ გომესი ტყუილში დაადანაშაულა “ალმერისათან” მატჩის დროს, ამის გამო კი ჯარიმა დაიმსახურა ესპანეტის ფეხბურთის ფედერაციისგან. ” კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს, რაც იქ მოხდა, მაგრამ მე მაინც დამაჯარიმეს და ეს ჯარიმა გადავიხადე კიდეც, მაგრამ ნათელია, რომ სისტემა ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. შესაძლოა მე უნდა მეთქვა რომ მანდ არ იცრუა, რომ უბარლოდ ვერ გამოთქვა თავისი სიმართლე….მთავარი გამოხატვაა, მაგრამ მან ხომ იცრუა… რა შემიძლია გავკეთო მე?!…”

გუარდიოლამ ასევე აღნიშა რომ კარგი იქნებოდა მატჩები ცოტა ადრე დაწყებულიყო, რათა მეტ მაყურებელს შეეძლლოს სტადიონზე მოსვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს შეთანხმების მიღწევას ტელეკომპანია “მედიაპროსთან. ” თუ მათ შეუძლიათ მატჩების ტრანსლირება, მათ შეეძლებათ მატჩის დროის დანიშვნაც.”– განაცხადა ინტერვიუს დასასრულე პეპ გუარდიოლამ.

წყარო: barcamania.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward