ტიტო ვილანოვა მიუნხენში 4 წლის შემდეგ ბრუნდება, როცა მან გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში უხელმძღვანელა. პირველ შეხვედრაში ლეო მესის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, პროტესტის გამო პეპ გვარდიოლა მსაჯმა მოედნიდან გააძევა, ლეო მესის კი ყვითელი ბარათი უჩვენა. ამგვარად მიუნხენში მოედანზე გუნდი ტიტომ გაიყვანა.
ფრე და შემდეგ ეტაპზე გასვლა
ეს 2009 წლის 14 აპრილს მოხდა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. ეს ”ბარსელონასთვის” საკმარისი იყო, რადგან ”ნოუ კამპზე” კატალონილებმა 4:0 გაანადგურეს გერმანელები. ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ”ჩელსის” დაუპირისპირდა.



