workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – პსჟ. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – პსჟ. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 მოგეხსენებათ, რომ გუშინ კატალონიელებს ურთულესი მატჩი ჰქონდათ პარიზულ კლუბთან. პედრო, პიკე, ალვესი, ბარტრა, ვილია და ინიესტა აკეთებენ მატჩის-შემდგომ კომენტარს. 

პედრო როდრიგესი 

”ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ.”

“პსჟ ძალიან ძლიერი მეტოქეა, როგორც ყველა სხვა კლუბი ამ ჩემპიონატში.” 

ლეო მესიზე: ”იგი მთელი კვირა თავჩახრილი ვარჯიშობდა, რომ დღეს თამაშში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ მას და მივულოცოთ კარგი თამაში. უბრალოდ, საუკეთესოა!” 

დავიდ ვილია 

”კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ თამაშობდნენ და დაგვსაჯეს კიდეც, მაგრამ ბევრი მომენტი გაანიავეს და ჩვენ შევძელით ბურთის კონტროლი. ჯამში, მაინც კარგი თამაში ჩავატარეთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგას არ გამოვეთიშეთ და შემდეგ ეტაპზეც ვითამაშებთ.”

”ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ უნდა მივულოცოთ მას. მისი სიყვარული ამ საქმისადმი განუსაზღვრელია.”

”ნახევარფინალისთვის მომზადებისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ იქნება მეტოქე. მხოლოდ ამის შემდეგ, მოვახერხებთ რეალურ მომზადებას.” 

ხერარდ პიკე 

პსჟ დიდებული კლუბია, დიდებული ფეხბურთელებით. ჩვენ მატჩის დაწყების წინ ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა.”

”ბურთის კონტროლი პარიზელებსაც მოუნდათ და ამან ერთი-ორად გაართულა ჩვენი საქმე”

”ძალიან ცოტა კლუბს შესწევს უნარი, ”კამპ ნოუზე” ისე თამაშისა, როგორც ეს პსჟ-მ გააკეთა.”

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მესიზე, ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე. როდესაც იგი განაცხადშია და თამაში არ მიგდის, აუცილებლად უნდა გამოიყვანო მოედანზე. მისმა მონდომებამ და ფეხბურთის სიყვარულმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენ გამარჯვებაში.” 

მარკ ბარტრა 

ევროპაში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ როდესაც შენი მეტოქე პსჟ-ა.”

”მოედანზე შესვლა გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში მომიწია.”

”ნახევარფინალებში შესაბამისად, ფინალში გასვლისთვის ვითამაშებთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე, ეს მაინც ძალიან რთული იქნება. ამიერიდან ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია!”

”ძალიან რთულია ისეთი ფხბურთელებისგან თავდაცვა, როგორებიც არიან იბრა და ლავეცი. ამის გასაკეთებლად წლები თავჩახრილი ვვარჯიშობდი. თუმცა, როდესაც შენ ”ბარსელონას” ფეხბურთელების გვერდით თამაშობ, ყველაფერი უფრო მარტივია.” 

დანი ალვესი 

”ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. ვიცოდით, რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, მაგრამ ჩვენ მატჩის სადავეები ხელთ ვიგდეთ და ჩვენი შანსი გამოვიყენეთ.” 

”ბოლომდე დაიხარჯნენ, რამაც ძალიან გაართულა ჩვენი საქმე, მაგრამ ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ. სწორედ ამიტომ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება.”

”ჩვენ, გუნდის უკანახაზში ძალიან ცუდი პერიოდი დაგვიდგა. მცველების უმეტესობა დამტვრეულია, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ გამარჯვებისთვის ეს ბარიერიც გადავლახოთ.” 

ანდრეს ინიესტა 

”ეს მატჩი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის უბრალო მეოთხედფინალი. ჩვენ დავუპისპირდეთ ძლიერ გუნდს, საოცარი ფეხბურთელებით.”

”ნახევარფინალში სამი უძლიერესი მეტოქე გველის. მნიშვნელობა არ აქვს ვის დავუპირისპირდებით, ჩვენ ვიცით, რომ ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward