მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში ”ბარსა ბ”-სთან ერთად

აღდგენითი ვარჯიში ”ბარსა ბ”-სთან ერთად

 

დღეს დილით გუნდმა აღგენითი ვარჯიში ”ბარსელონა ბ”-ს მოთამაშეებთან ერთად ჩაატარა. ზედიზედ მეექვსედ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შემდეგ გუნდმა ”სიუტატ ეპსორიტივას” პირველ მოედანზე ივარჯიშა. როგორც წესი ის მოთამაშეები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში ძირითადში იყვნენ აღდგენით სავარჯიშოებს ასრულებდნენ, ხოლო დანარჩენები სრული დატვირთვით ემზადებიან ”სარაგოსასთან” გასამართი მატჩისთვის, რომელიც კვირას ჩატარდება.

მილოცვები სესკს და ტიაგოს

დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო ფაბრეგასისთვის და ტიაგოსთვის. ფაბრეგასი გუშინდელი მატჩის მიმდინარეობის დროს მამა გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა. ტიაგო კი 11 აპრილს 22 წლის გახდა. ორივე მათგანმა თანაგუნდელებისგან მილოცვები მიიღო.

გუნდი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ხვალ დაისვენებს და ვარჯიში შაბათს განახლდება.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში