გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ ”ნოუ კამპზე” ბოლო სავარჯიშო შეხვედრა ჩაატარა. სესიაში მონაწილეობას განაცხადში მყოფი 20 ფეხბურთელი იღებდა, მათ შორის მესი, ადრიანო და პედრო, რომელბსაც ჯერ თამაშის უფლება არ აქვთ.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც დაისვენებენ. ისინი სტადიონზე 20:20 საათზე დაბრუნდებიან, ხოლო შეხვედრა ”ბარსელონასა” და ”პსჟ”-ს შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




