ფეხბურთელებმა ”პსჟ”-სთან გასამართი შეხვედრის წინ ”სიუტატ ეპსორტივაზე” ივარჯიშეს. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ასევე იყო ლეო მესი, რომლის შესახებაც ჟორდი როურამ განაცხადა, რომ პროგრესიო პოზიტიურია.
ამავდროულად თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ადრიანო კორეია და პედრო როდრიგესი, რომლებსაც ჯერ თამაშის უფლება არ აქვთ. ოიერი და დეულოფეუ ასევე იმყოფებოდნენ სესიაზე.
სესიის დასრულების შემდეგ მატჩის განაცხადში მყოფი 20 ფეხბურთელი სასტუმროში შეიკრიბება. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩა ჯონათან დოს სანტოსი. გუნდი ბოლო სავარჯიშო სესიას მატჩამდე ხვალ, ”ნოუ კამპზე” ჩაატარებს.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, აბიდალი, სონგი, ტელიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=cajLpwqR7HM]
