მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესმა გუშინდელი ვარჯიში გააცდინა

ვალდესმა გუშინდელი ვარჯიში გააცდინა

”ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა გუშინდელი ვარჯიში გააცდინა. როგორც თვითონ აცხადებს, იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ვარჯიშზე წასვლას, სახლში დარჩენა არჩია.

მიუხედავად ამისა, ”ბარსას” ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ვალდესი პსჟ-ს წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, კატალონიელები დარწმუნებულები არიან, რომ 10 აპრილს ჩასატარებელ მატჩში ითამაშებს როგორც პედრო, ასევე ადრიანო. ამისთვის საჭიროა ექიმის თანხმობა, რომელსაც ფეხბურთელები სამშაბათს მიიღებენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან დაკავშირებით. ლეო მესი აუცილებლად მოხვდება განაცხადში, მაგრამ თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში