ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, ზუსტად არ მახსოვს, მემგონი Marca-მ მოკლედ მიმოიხილა თუ როგორ გახდა არგენტინელი ვუნდერკინდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე ძლიერი. ეს სტატია ასოცირებული მის მცირე დაზიანებასთან, რომელიც მან სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო პსჟ-სთან მატჩში. მე შევეცდები განვავრცო Marca-ს სტატია და ამასთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ლეო ადრეულ წლებშიც ძალიან ტექნიკური იყო, მაგრამ ფიზიკურად სუსტი. ამ სისუსტის გამო მისი კარიერა საფრთხის ქვეშ იყო, მაგრამ მესის ბებიის წყალობით მან ფეხბურთის თამაში გააგრძელა და ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა დონეზეა ახლა იგი. მიუხედავად ლეოს ფიზიკური ნაკლისა მან მაინც გაიკვლია გზა ”ბარსელონაში”. ამ კლუბში არავის ტალანტი არ იკარგება და არც არგენტინელი არ აღმოჩნდა გამონაკლისი. საბოლოოდ, 2004 წელს მას პირველ გუნდთან კონტრაქტი შესთავაზეს. მისი კარიერის დასაწყისში (2005-2008) მან სამთავა კუნთი არაერთხელ დაიზიანა და საბოლოო ჯამში 5 თვე ლაზარეთში ატარებდა. ფეხბურთის სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მისი ტრავმისგამძლეობა შეუშლიდა ხელს განვითარებაში, მაგრამ… ლეომ თავის ყველაზე სუსტი მხარე ძლიერად გადააქცია.

წელს ლა ლიგაში მან მხოლოდ 209 წუთი გამოტოვა და ისიც იმის გამო, რომ მწვრთნელი ხშირ როტაციას მიმართავდა. ბოლო 90 წუთის თამაში კი მან გუშინ, ”მალიორკას” წინააღმდეგ ვერ მოახერხა. მწვრთნელები და ექიმები უბრალოდ გაუფრთხილდნენ მესის ლა ლიგის 29-ე ტურში, რადგან პსჟ-სთან მიღებული დაზიანება სწორედ მის სუსტ ადგილას, მარცხენა ოთხთავა კუნთზე მიიღო.
ბოლო წლებში მას არაერთხელ ”მოხვედრია”, მაგრამ საოცარი ფაქტია ის, რომ ლეოს ორგანიზმი სერიოზულ ტრავმას აღარ იკარებს. პირადად, ჩემთვის ეს უბრალოდ დაუჯერებელია.
[media=http://www.youtube.com/watch?v=KODLWi7_83o]
მადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი



