მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელმა რომის პაპი ”ბარსელონას” მატჩზე დაპატიჟა

როსელმა რომის პაპი ”ბარსელონას” მატჩზე დაპატიჟა

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ახლად არჩეულ რომის პაპს წერილი გაუგზავნა. ეს წერილი იუწყება: ”მე, როგორც კლუბის პრეზიდენტს, წილად მხვდა პატივი, რომ თქვენთან არამარტო საფეხბურთო ინტერესები მაკავშირებდეს. ჩემი წინაპრები, დედის მხრიდან არგენტინელები არიან და სამხრეთ ამერიკა ჩემს გულში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. სურვილი მაქვს, რომ ”კამპ ნოუზე” დაგპატიჟოთ, როდესაც თქვენ მოგესურვებათ. მინდა, რომ ჩვენ ერთად დავტკბეთ ”ბარსელონას” ფეხბურთით, განსაკუთრებით კი თქვენი მემამულეების – ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს მშვენიერი თამაშით.” 

აღსანიშნავია ისიც, რომ რომის პაპის ორივე თანამემამულემ პსჟ-სთან მატჩში დაზიანება მიიღო. ხავიერი 6 კვირას იუქმებს, რაც შეეხება მესის იგი მხოლოდ ”მალიორკასთან” მატჩს გამოტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში