მიმდინარე სეზონში, არგენტინელი გოლეადორი საოცარ შედეგებს აჩვენებს. უახლოეს მომავალში მას ერთდროულად 5 რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.
გოლების რაოდენობა
რეკორდი: 50 გოლი – ლიონელ მესი (2011-2012 სეზონი)
მესის ამჟამინდელი შედეგი: 42 გოლი
ამ სეზონში მესის საშუალოდ 1,5 გოლი გააქვს. თუ ლეო ასეთ საოცარ შედეგიანობას გააგრძელებს, იგი ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს.
სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა
რეკორდი: 23 გოლი – კრიშტიანუ რონალდუ (2011-2012 სეზონი)
მესის ამჟამინდელი შედეგი: 22 გოლი
წინა სეზონში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გასვლაზე გააფორმა ჰეთ-ტრიკები ”სევილიის”, ”მალაგას”, ”სარაგოსას” და ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ამის წყალობით მან მოახერხა ამ რეკორდის დამყარება. რაც შეეხება ლეოს, ამ სეზონში, მან გასვლაზე მხოლოდ ერთი ჰეთ-ტრიკი შეასრულა, სამაგიეროდ 7-ჯერ დუბლით დაკმაყოფილდა. დარჩენილ 5 მატჩში არგენტინელს მხოლოდ 2 გოლი სჭირდება რეკორდის გასაუმჯობესებლად.
შედეგიანი მატჩების რაოდენობა
რეკორდი: 27 მატჩი – კრიშტიანო რონალდუ (2011-2012 სეზონი)
მესის ამჟამინდელი შედეგი: 24 მატჩი
მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ლეომ ლა ლიგის ბომბარდირის ტიტული აიღო, რონალდუს უფრო მეტი შედეგიანი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. დარჩენილი 10 მატჩიდან 4-ში მეტოქის კარის აღება არგენტინელისთვის საკმარისი იქნება კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.
გასვლაზე ჩატარებული შედეგიანი მატჩების რაოდენობა
რეკორდი: 14 მატჩი – დანიელ გუისა (2007-2008 სეზონი)
მესის ამჟამინდელი შედეგი: 13 მატჩი
ამ სეზონში, იყო მხოლოდ ერთი გასვლითი მატჩი, რომელშიც მესიმ თავი ვერ გამოიჩინა. ეს იყო ”სევილიის” წინააღმდეგ. ”ბარსას” დარჩა 5 გასვლითი მატჩი სათამაშო და რეკორდის დასამყარებლად, ლეომ 2 მათგანში უნდა გაიტანოს გოლი.
”მსხვერპლი” გუნდების რაოდენობა
რეკორდი: 19-დან 19 – კრიშტიანო რონალდუ (2011-2012 სეზონი)
მესის ამჟამინდელი შედეგი: 19-დან 18
აქ ერთი ცვლილებაა შესატანი… მესის ამ რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლა ლიგაში გუნდების რაოდენობა მოემატება. ამ სეზონში არგენტინელმა მხოლოდ ”სელტას” კარის აღება ვერ მოახერხა. ზუსტად ამ კლუბს შეხვდება ”ბარსელონა” მომავალ უიქენდზე.
ამ რეკორდის გამეორებაც კი შეიძლება მესიმ ვერ შეძლოს, რადგან არ არის გამორიცხული ლეომ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს თამაში. მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახანს მას ჰქონდა თამაში ბოლივიის ნაკრებთან 3,500 მეტრზე ზღვის დონიდან. შესვენებისას ლეო ცუდად გახდა და ადგილი ღებინებასაც კი ჰქონდა. თან აღსანიშნავია მოსალოდნელი ურთულესი მატჩი პარიზში, ჩემპიონთა ლიგაზე. მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ ლეომ ამ რეკორდის გამეორებაც კი ვერ შეძლოს…



