ხავიერ ერნანდეს კრეუსი… ანდრეს ინიესტა ლუჟანი… ლიონელ ანდრეს მესი, სწორედ ამ სამი ადამიანის სახელს უკავშირდება ყველასათვის კარგად ნაცნობი “ტიკი-ტაკა”, რომელსაც საფუძველი ხოსეპ გვარდიოლას ერაში ჩაეყარა. ამ სტატიაში მე მინდა კიდევ ერთხელ გესაუბროთ ზემოთხსენებული “ტიკი-ტაკას” ფუძემდებლებზე და ამ უკანასკნელის საუცხოოდ შემსრულებელ ტრიოზე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სამივე მათგანი “ლა მასიას” ოქროს ქმნილებაა, სამივენი ადრეული ასაკიდან იცავენ კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას.
ელეგანტური, ელასტიური და საოცარი უკანასკნელ პერიოდში სწორედ ასე მოიხსენიებენ ანდრეს ინიესტას… საუკეთესო კონსტრუქტორი, მაესტრო და დირიჟორი ნახევარდაცვის ბურჯი და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, ამ სიტყვებით ჩავი ერნანდესს მოიხსენიებენ და ბოლოს უცხოპლანეტელი, არაამქვეყნიური ფეხბურთის მაჩვენებელი, მანქანა სახელად ლიონელ ანდრეს მესი!…
ამ ადამიანებმა უკანასკნელ წლებში “ბარსელონაში” უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და დღემდე აოცებენ საფეხბურთო სამყაროს. რაიკაარდის ეპოქში ამ ტრიოს არცთუ ისე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ კლუბში, ბრჭყალებში რომ ვთქვათ მაშინდელ 2003-2008 წლის “ბარსელონაში” დუეტი უფრო იყო ვიდრე ტრიო, თუმცა დადგა გვარდიოლას ერაც და ჩამოყალიბდა არაამქვეყნიური ფეხბურთის მაჩვენებელი განუმეორებელი ტრიო, რომელიც ჩავიესტა და ლიონელ მესით არის დაკომპლექტებული.
მსოფლიოში ბევრი მითქმა მოთქმაა იმის შესახებ, რომ თითქოს ჩავიესტას გარეშე ლიონელ მესი არ წარმოადგენს ისეთ ძალას, როგორსაც მათი თანხლებით მაგრამ 25 წლის ლიონელი დღითიდღე ამტკიცებს, რომ ლიდერობა მისთვის უცხო არ არის, არგენტინელი გოლეადორი ამას ნაკრებშიც იოლად აკეთებს. “ბარსელონაში” კი ზემოთხსენებული ტრიო დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს!
[media=http://www.youtube.com/watch?v=0LcLwmYCnIE]



