მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სერხიო აგუერო ბევრ გრანდს გაუადვილებს საქმეს. ის მარტივად წყვეტს პრობლემებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში. სწორედ ამ თვისებებით მიიპყრო “ბარსელონას” ყურადღება არგენტინელმა. ყვითელი პრესა წერს, რომ ინტერესი ორმხრივია, და სერხიო ბავშვობის მეგობართან ლეო მესისთან ერთად კატალონიაში თამაშზე ოცნებობს. 

და რა საჭიროა ნეიმარი? ის თავის ლამაზ და გრძელ ფეხებს ელეგანტურად ამოძრავებს, ახალგაზრდა, ძვირი და ძალიან დაფასებული თავის ქვეყანაში. ზუსტად ასე აღწერდნენ ლეო მესის ბავშვობაში, თუმცა გრძელი და ლამაზი ფეხები შეგვიძლია სიიდან ამმოვიღოთ. არის შემთხვევები, როდესაც ლეოს თამაში არ მისდის, ხშირ შემთხვევაში კი ეს სიტუაცია გუნდს აზარალებს. 

“ბარსელონას” არ ჰყავს თავდამსხმელი საჯარიმოში, რომელსაც შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება. რაც აგუერომ “მანჩესტერ სიტიში”, საჩემპიონო მატჩისას მატჩის 93-ე წუთზე გააკეთა, ეს ამის მტკიცე არგუმენტია. 

სანამ ფეხბურთელის უფრო ღრმა აღწერას დავიწყებ, შევეცდები დაგანახოთ მომავალი. რა მოხდება თუ სესკი და ტიაგო არ აღმოჩნდებიან ხავი და ინიესტა? დავიდ ვილია ასაკში შედის, მარჯვენა მცველის მოძებნა უკვე დასაწყებია. ეს გუნდში მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ საჭიროა ფეხბურთელი, რომელიც შეესაბამება მატყუარა ცხრიანის პოზიციასაც, რომელსაც შეუძლია ცენტრში ბურთის გაჩერება, მოკლედ დამოუკიდებელი მასტერი გოლებისა. 

ანუ, ის “ბარსელონას” საყიდლების სიაში მოწინავე პოზიციას დაიკავებს. ამჟამად ის ხანგრძლივ ვადიან ტრავმას ირჩენს. არგენტინელმა ვერც კი მოასწრო ფორმის აკრეფა, რომ ლაზარეთში ამოჰყო თავი. ეს მისი ამჟმინდელი ფორმის შეფასებას ართულებს. 

სერხიო ვუნდერკინდია – 15 წლისას ჰქონდა დებიუტი, 19 წლის ასაკიდან გოლებს სტაბილურად იტანს. მან იცის სად წავიდეს. ის მთელი ცხოვრებაა საუბრობს ესპანურად. მისი ოჯახი მადრიდში ცხოვრობს და სერიოზული კარიერა სწორედ აქ დაიწყო, მაგრამ გეტყვით, რომ ის “ბარსელონას” უფრო მოუხდება ვიდრე მადრიდის “რეალს”. სამეფო კლუბი ასევე იჩენს ინტერესს მის მიმართ, მაგრამ რაულის დროს არსებობდა ფეხბურთელი  მორიენტესი, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღიურად ჩრდილავენ. “რეალს” კი ჰყავს საკუთარი რაული, ახალი მორიენტესის მოძებნა კი “მადრიდს” მარტივად შეუძლია.

თუ “ბარსელონა” მარკეტინგულ სათამაშოს აჰყვება( სახელად ნეიმარი), კლუბი ვეღარ მოახერხებს ცენტრალური მცველის შეძენას, რომელის გუნდს ასე ძალიან სჭირდება. აგუერო ბევრად უფრო შედეგიანია, როდესაც გვერდზე ძლიერი მეწყვილე ჰყავს. გაიხსენეთ მისი დუეტი ტორესთან, ფორლანთან და “მანჩესტერ სიტის” აწ უკვე მერამდენე თავდამსხმელთან. მან შესანიშნავად იცის ლეო მესის თამაშის მანერა.

ის შესანისანვად მოერგება ესპანურ ჰეგემონიას. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება. “ელ კლასიკო” მოედნიდან სკაუტებზე გადავა, სკაუტებიდან კი დირექტორებზე. მთავარია შეფასდეს ფეხბურთელი ობიექტურად და დასახელდეს ფასი. მსგავსი შემთხვევა დი სტეფანოს შემთხვევაში მოხდა. ის ხომ “რეალში” კატალონიის ტრანზიტით მოხვდა.

კლუბებს უცნაურობა ახასიათებთ: ერთ დღეს ერთი ფეხბურთელი აინტერესებთ, მეორე დღეს მეორე და ასე სამარადჟამოდ, მაგრამ აგუერო განსაკურებული ფეხბურთელია, რომლის “მანჩესტერ სიტიში” გაფუჭება არ ღირს.  

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში