მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ესპანეთის ნაკრების გუშინდელ შეხვედრაში პედრო როდრიგესი მეორე ტაიმში, პატრის ევრასთან შეჯახების შემდეგ შეცვალეს. ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ტერფი დაუზიანდა, ასევე მისი განცხადებით მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს გადატვირთული.

დღეს ფეხბურთელს ბარსელონაში ტესტები ჩაუტარეს, სადაც მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დადასტურდა, რის გამოც პედრო 10 დღეს გამოტოვებს.

ამგვარად პედრო გუნდს შაბათს, ”სელტასთან” გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, ასევე საეჭვოა მისი თამაში მომდევნო ტურში, სადაც ”ბარსელონა” ”მალიორკას” უმასპინძლებს. მომავალ სამშაბათს, ”პსჟ”-სთან გასამართ შეხვედრას ფეხბურთელი ყვითელი ბარათის გამო ტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში