მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
15 წელი “მაესტროს” დებიუტიდან!

15 წელი “მაესტროს” დებიუტიდან!

ჩავი ერნანდეს კრეუსი დღესდღეობით საუკეთესო პლეიმეიქერია “ბარსელონას” ისტორიაში. მისი დებიუტი პირველ გუნდში 15 წლის წინ მოხდა. ჩავიმ დღემდე “ბარსელონას” მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაატარა და დღემდე ბევრი კარგი და დაუვიწყარი მომენტი აჩუქა გულშემატკივარს. ჩავი არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო “ბარსელონაში”. ამჟამად “მაესტრო” 33 წლისაა და კვლავ აოცებს გულშემატკივარს და საფეხბურთო სამყაროს თავისი უმაღლესი დონის შესრულებით და კლასით. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უკვე დაიმკვიდრა სახელი “ჩავიესტას” დუეტმა.   
ჩავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში ჩავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. ჩავის შეუძლია თავდამსხმელების ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად. 
ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” არაერთი ტიტული მოიგო ყველაზე აღსანიშნავი კი 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტულია, რომელიც ნებისმიერი ფეხბურთელის სანუკვარი ოცნებაა. “მაესტროს” ნამდვილად შესაშური სტატისტიკა აქვს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შესაძლებელია, შეგვიძლია ავღნიშნოთ მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი ახსოვს, რომლებსაც მთელი კარიერის მანძილზე მსგავსი მიღწევა არ ჰქონიათ. 600-ზე მეტი შეხვედრა “ბარსელონაში” 100-ზე მეტი შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში… ეს ჩავი ერნანდეს კრეუსია, საუკეთესო კონსტრუქტორი მსოფლიოში და რასაკვირველია “დირიჟორი” ტერასადან… 
                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=thXFPVZmfr0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში