არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ალეხანდრო საბელიას ეჭვიც არ ეპარება, რომ ლიონელ მესი უკვე არის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი.
უკანასკნელ პერიოდში ყველაზე ხშირად მესის სხვადასხვა წყაროები, სპეციალისტები და გულშემატკივრები, ფეხბურთის მეფეს პელეს, დიეგო მარადონას და კრიშტიანუ რონალდუს ადარებდნენ.
“მესი უკვე არის ფეხბურთის ლეგენდა. ლეო ძალიან კორექტიული და ოჯახის ადამიანია. მისი პიროვნული ღირებულება მას დაეხმარება გეომეტრიულ პროგრესში. ჯილდოები მისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც მისი ნიჭის აღიარება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ის აღიარონ, დროთა განმავლობაში.” – განაცხადა სპეციალისტმა.

საბელია: “მესი უკვე არის, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ლეგენდა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


