ერთ-ერთი საუკეთესო არგენტინელი ნახევარმცველი ხუან რომან რიკელმე ესპანური “ბარსელონასადმი” სიყვარულში გამოტყდა.
“ჩემთვის “ბარსელონას” თამაშის ყურება დიდი სიხარულია. ამ კლუბის ფეხბურთი მე უბრალოდ ბედნიერს მხდის. კატალონიელთა შემადგენლობაში არის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც საუკეთესონი არიან მსოფლიოში, საკუთარ პოზიციებზე. მათ იციან, რომ საუკეთესონი არიან და თამაშობენ ისე, როგორც ამ სტატუსს შეეფერება. “ბარსელონამ” ყველაფერი მოიგო მაგრამ განაგრძობს პროგრესს.” – განუცხადა 34 წლის ფეხბურთელმა Canchallena-ს.
აღვნიშნავთ, რომ 2002-03 წლებში, “ბარსელონას” მაისურით, რიკელმემ 42 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.


