”სიუტატ ესპორტივაზე” დღეს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობას პირველი გუნდის 3 მოთამაშე ღებულობდა: ერიკ აბიდალი, ჯონათან დოს სანტოსი და ხოსე მანუელ პინტო, რომელიც დარბაზში იტვირთებოდა. მათთან ერთად ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, სერხი გომესი, ოიერი, ბანუსი, არაუხო, ბალიუ, ესპინოსა, რომანი და ფემენია ვარჯიშობდნენ.
სანაკრებო მატჩების გამო ჟორდი როურას განკარგულებაში ფეხბურთელების ძალიან მცირე რაოდენობაა. მიმდინარე კვირაში გუნდი კიდევ 3 სავარჯიშო სესიას გამართავს.
სამშაბათი, 19 მარტი
11:00 საათი – ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”
ოთხშაბათი, 20 მარტი
11:00 საათი – ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”
ხუთშაბათი, 21 მარტი
11:00 საათი – ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”
