მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: “შესაძლოა, “ბარსაში” სამწვრთნელო კარიერა დავიწყო”

რივალდო: “შესაძლოა, “ბარსაში” სამწვრთნელო კარიერა დავიწყო”

 ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რივალდო, რომელიც ამჟამად “სან-კაეტანოს” ღირსებას იცავს, შესაძლოა მწვრთნელად მოგვევლინოს. იტყობინება ესპანური პრესა.

 

40 წლის ფეხბურთელი სულ მალე საფეხბურთო კარიერას თავს დაანებებს და თვლის, რომ შეუძლია სამწვრთნელო საქმიანობაშიც მიაღწიოს წარმატებას.

 

“შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა “ბარსელონაში” დავიწყო. პეპ გვარდიოლაც სწორედ ასე მოიქცა. კლუბის კარი ჩემთვის ღიაა. ვიცნობ სანდრო როსელს, რომელთანაც კარგი მეგობრობა მაკავშირებს. პრეზიდენტმა არაერთხელ მითხრა, რომ შემიძლია მისი იმედი მქონდეს. მე ესპანეთის მოქალაქეც გახლავართ და შემიძლია ნებისმიერ დროს ვიცხოვრო იქ”. დაასრულა რივალდომ.

 

შეგახსენებთ, რომ რივალდო “ბარსაში” 1997-2002 წლებში თამაშობდა და ჩატარებულ 235 მატჩში 130 გოლი მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში