მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკემ 9 “ბარსელონელს” უხმო

დელ ბოსკემ 9 “ბარსელონელს” უხმო

22 და 27 მარტს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთსა და საფრანგეთს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ რჩეულ ფეხბურთელებს უხმო. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ გუნდში კატალონიელთა 9 ფეხბურთელს უხმეს.

ბევრისთვის მოულოდნელად, დელ ბოსკემ ნაკრებში ჩავი ერნანდესი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. მის გარდა, ეროვნული გუნდიდან მიწვევა ვიქტორ ვალდესმა, ხერარდ პიკემ, ხორდი ალბამ, სერხიო ბუსკეტსმა, ანდრეს ინიესტამ, სესკ ფაბრეგასმა, პედრო როდრიგესმა და დავიდ ვილიამ მიიღეს. ნაკრებს მიღმა დარჩა კარლეს პუიოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში