”ბარსას” თითოეული ფეხბურთელი აკეთებს იმედის მომცემ და პოზიტიურ განცხადებას ”მილანთან” გასამართ მატჩზე. ამის მიუხედავად, მე ვიცი ბევრი კულე, რომელმაც უკვე ჩემპიონთა ლიგის იმედი დაკარგა. ყველა იმედგაცრუებულ გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ ჩვენ საუკეთესო კლუბის გულშემატკივრები ვართ და ჩვენ შეგვიძლია!!
ჩავი ერნანდესი: ”ძალიან რთული აღმოჩნდა ”მილანთან” ასეთი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიიღებს მონაწილეობას.”
ლიონელ მესი: ”ჩვენ ვერ შევძელით ”სან სიროზე” ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ ჩვენ ამას კამპ ნოუზე მოვახერხებთ. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თავის ძალა და გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩვენ შევძლებთ 1/8 ფინალური ბარიერის გადალახვას.”
კარლეს პუიოლი: ”განმერობით შეხვედრაში, კატალონიაში ჩვენ სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ და აუცილებლად დავამარცხებთ ”მილანს”. მითუმეტეს, რომ კამპ ნოუზე დაგვხვდება ათი ათასობით გულშემატკივარი, რომელთაც ჩვენი ჯერათ. ზუსტად ეს იქნება ჩვენი მთავარი უპირატესობა…”
დანიელ ალვესი: ”არამგონია, რომ რომელიმე ფეხბურთელს გაჰკვირვებოდა იტალიელების ასეთი თამაში. ჩვენ ველოდით ამას კლუბისგან, რომელსაც ძალიან მდიდარი ტრადიციები აქვთ ევროთასებზე. იტალიაში ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩვენ ერთი ორად გავართულეთ საქმე, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების შრომისმოყვარეობა და გამარჯვების წყურვილი აუცილებლად მოიტანს შედეგს, აუცილებლად!!”
როდესაც შენ ფეხბურთელებისგან ასეთ კომენტარს წაიკითხავ, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს ”ბარსაში”. ხვალ ჩვენ გველის ურთულესი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ 100% უნდა ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენს კლუბში. ჩვენ გვჯერა, რადგან ჩვენ შეგვიძლია!
უფრო მეტი, ვიდრე კლუბი!
[media=http://www.youtube.com/watch?v=lQuWtzW9YbU]



