მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 მოთამაშე მოხვდა განაცხადში

19 მოთამაშე მოხვდა განაცხადში

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის წინ ჟორდი როურამ 19 კაციანი განაცხადი დაასახელა. იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაშისთვის ემზადებიან ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, ადრიანო, სონგი და ტელიო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ერნანდესი განაცხადში მოხვდა მას ექიმებისგან თამაშის უფლება არ მიუღია. განაცხადს მიღმა დარჩნენ მონტოია, აბიდალი, დოს სანტოსი და ბარტრა (ტრავმირებულია).

ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”

”ბარსამ” ხვალინდელი შეხვედრის წინ ბოლოსწინა ვარჯიში ჩაატარა. გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სასტუმროში შეიკრიბებიან. გუნდი ხვალ შუადღით ”ნოუ კამპზე” ივარჯიშებს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=_1dGbcVQF8w]


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში