2 დღიანი დასვენების შემდეგ “ბარსელონას” პირველმა გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში განაახლა. სესიაში მონაწილოებას 20 ფეხბურთელი იღებდა. ჩავი ერნანდესი ფიზიოთერაპევტთან ერთად მუშაობდა, ხოლო პედრო და დოს სანტოსი დარბაზში იტვირთებოდნენ.
კვირის პირველი ვარჯიში
“სანტიაგო ბერნაბეუზე” დამარცხების შემდეგ გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა. ეს იყო კვირის პირველი ვარჯიში და “დეპორტივოსთან” და “მილანთან” გასამართი შეხვედრებისთვის სამზადისის დასაწყისი.
გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას ხვალ, 11 საათზე გამართავს. ოთხშაბათს ორი სავარჯიშო სესია ჩატარდება, მეორე 18 საათზე დაიწყება.




