ვიქტორ ვალდესის წითელი ბარათი ”რეალთან” მატჩში ხოსე მანუელ პინტოს აძლევს კიდევ ერთ შანს, ოღონდ ამჯერად ლა ლიგაში. 5 წლის განმავლობაში მას მხოლოდ 14 მატჩი აქვს ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატში, აქედან ”ბარსამ” მოახერხა 9-ჯერ გამარჯვების მოპოვება, ერთხელ ფრე ითამაშა, ხოლო ოთხჯერ დამარცხდა.
კარის მშრალად შენარჩუნება პინტოსაც შეუძლია
ძირითადად, თუ ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში პინტო კარებში იდგა ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემპიონობის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ 2010/11 წლები გამონაკლისი იყო. ”ბარსა” ტიტულისთვის იბრძოდა და ვალდესმა მუხლის ტრავმა მიიღო რის შედეგადაც მან სამი თამაში გააცდინა. კატალონიელებმა ძირითადი მეკარის გარეშე მაინც შეძლეს სამივე კლუბის დამარცხება (”ბილბაო”, ”მალიორკა”, ”ვალენსია”) და პინტომ ვალდესის არ ყოფნაში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა.
9 თამაში ამ სეზონში
”დეპორტივოსთან” თამაში იქნება პინტოს დებიუტი ლა ლიგაში ამ სეზონში, მაგრამ თუ ავიღეთ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა ერთად მას სულ აქვს ნათამაშები 9 მატჩი. ევროპაში ”ბარსას” მოწინააღმდეგე ”ბენფიკა” იყო და სხვათა შორის, პინტომ იქაც მოახერხა კარის მშრალად შენარჩუნება.



