| განაცხადი |
|
ვალდესი, პინტო; ალვესი, პიკე, ბარტრა, პუიოლი, მასკერანო, ალბა, ადრიანო; სონგი, ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო, ფაბრეგასი; პედრო, ვილია, მესი, ტელიო, სანჩესი |
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩავი ერნანდესი “რეალთან” შაბათს გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ინფორმაცია “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. 33 წლის ნახევარმცველის გარდა, ესპანეთის დედაქალაქში არ მიემგზავრებიან ერიკ აბიდალი, მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი. სათასო “ელ კლასიკოს” განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ, გუნდს უბრუნდებიან მარკ ბარტრა და ალექსის სანჩესი.
გუნდს მადრდიში მიჰყვება ლეო მესი. ავადმყოფობის მორჩენის შემდეგ, მან საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.
“ელ კლასიკოს” განაცხადში 19 ფეხბურთელი მოხვდა. მათგან ერთ-ერთი, თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათით ადრე განაცხადიდან ამოვარდება.