მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “ტიტო ძალიან გვაკლია”

როსელი: “ტიტო ძალიან გვაკლია”

“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი თვლის, რომ კატალონიური კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზი ტიტო ვილანოვას არყოფნაა. როსელის თქმით, ვილანოვა გუნდს ძალიან აკლია.

როგორც იცით, უკვე დიდი ხანია, ვილანოვა ამერიკაში სამკურნალოდაა წასული და უახლოეს მომავალში მისი დაბრუნება არც იგეგმება. მთავარი მწვრთნელის არყოფნა უარყოფითად აისახა გუნდის თამაშზე, რომელიც ესპანეთის თასიდან გამოვარდა და ჩემპიონთა ლიგაზეც იგივე საფრთხის წინაშეა.

“ვილანოვას დამხმარეების მიერ გაწეულ სამუშაოს არ ვაკნინებ, მაგრამ ტიტო ძალიან გვაკლია. ის ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი და ლიდერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მას ამ კვირში ვეწვიოთ და გავიგოთ, როგორ გრძნობს ის თავს. გვინდა, რომ ტიტო რაც შეიძება მალე გამოჯანმრთელდეს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. “რეალთან” მატჩში დაფიქსირებული შედეგი და ტიტულები არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის, მთავარი ჩვენი მწვრთნელის ჯანმრთელობაა.” – აცხადებს სანდრო როსელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში