– “ბარსელონა” სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე 8 შემთხვევიდან 6–ჯერ გავიდა მაშინ, როცა პირველ შეხვედრაში სტუმრად 1:1 ითამაშა.
– ბოლოს 1:1 თასზე სტუმრად “ბარსელონამ” გასულ სეზონში, 1/2 ფინალში “ვალენსიასთან” ითამაშა. “ნოუ კამპზე” კატალონიელებმა 2:0 იმარჯვეს.
– ასეთი 8 შემთხვევიდან “რეალთან” ერთხელ ითამაშა “ბარსელონამ” 1:1, შემდეგ ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ, რადგან “ნოუ კამპზე” 1:2 იმარჯვეს.
– ეს სეზონის მე–5 კლასიკო იქნება. ალვესი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი და პედრო ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ყველა წინა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.
– ამ 6 მოთამაშიდან მხოლოდ ბუსკეტსმა, ინიესტამ და მესიმ ითამაშეს სრულდა 360 წუთი (4 მატჩი).
– “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაუტანა “რეალს”. 4 გოლი ლეო მესის ანგარიშზეა, თითო–თითო გოლი გაიტანეს ჩავიმ, პედრომ და სესკმა.
– “რეალის” მაჩვენებლები იდენტურია. “ბარსელონას” კარში მათ 7 გოლი გაიტანეს, გოლების ავტორები რონალდუ (4), იგუაინი (1), დი მარია (1) და ვარანე (1) არიან.
– “ნოუ კამპი” ზედიზედ 2 გასამართი კლასიკოდან პირველს უმასპინძლებს. გუნდები 2 შეხვედრაში ზედიზედ ერთმანეთს მხოლოდ 13–ჯერ დაუპირისპირდნენ. შედეგები ასეთი: 12 გამარჯვება “ბარსას”, 7 ფრე და 7 მარცხი.
– “ბარსელონამ” შინ წელს 19 შეხვედრაში იმარჯვა, აქედან 17 მატჩის შედეგი კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გაიყვანს, ხოლო 2 შემთხვევაში ფინალში მადრიდელები გადიან. “ბარსამ” შინ 2 მატჩში ვერ იმარჯვა, მადრიდის “რეალთან” (2:2) პრიმერაში და “მალაგასთან” (2:2) თასზე.
– 26 თებერვალს “ბარსელონას” ისტორიაში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან კატალონიელებმა მოიგეს 8, ასევე 8 მატჩი დასრულდა ფრედ და 5 შეხვედრაში დამარცხდნენ. “ბარსა” და “რეალი” 26 თებერვალს ისტორიაში ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ეს 1999/00 სეზონში მოხდა, სადაც მადრიდელებმა 3:0 იმარჯვეს.



