მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანომ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ადრიანომ გუნდთან ერთად ივარჯიშა

 

“ბარსელონა” აგრძელებს ესპანეთის 1/2 ფინალური შეხვედრისთვის მზადებას. გუნდმა დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. ჟორდი როურას განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ადრიანო კორეია, რომელმაც ტრავმის გამო “მილანთან” და “სევილიასთან” მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ფინალური ვარჯიში ხვალ

ფეხბურთლები “რეალთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, შუადღით “ნოუ კამპზე” გამართავენ. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში