ხავიერ მასკერანო: “ვიცით, რომ გოლებს ხშრად ვუშვებთ, რაც გამოსასწორებელი გვაქვს. მეტოქემ პირველივე მომენტი გამოიყენა და გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში კარგად არ გვითამაშია, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი გამოვასწორეთ. “მილანთან” შედეგით არ უნდა გავგიჟდეთ. ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები და ამ ტურნირში ასპარეზობის გაგრძელება შეგვიძლია“.
დანი ალვესი: “ეს რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით სიცივის გამო, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ. “სევილიამ” 3 ქულის მოსაპოვებლად ბევრი გვარბენია. ეს მნიშნელოვანი კვირაა და ვიცით როგორ მოვემზადოთ მისთვის. ეს იმ ტიპის მატჩებია, სადაც თამაში ძალიან მოგვწონს“.
კრისტიან ტელიო: “ჩემი მდგომარეობით გუნდი მოხარული ვარ. მიღებულ სათამაშო დროში მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. ვიცი, რომ ჩემს წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და თამაშის დროს საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვცდილობ. მწვრთნელმა ზონების გახსნა მთხოვა, რათა სხვა მოთამაშეებს ცენტრში მეტი სივრცე დარჩენოდათ“.
მარტინ მონტოია: “დიდი ხანია არ მითამაშია და ცოტათი რითმიდან ამოვარდნილი ვიყავი, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი. ამ შესაძლობლობებს გამოვიყენებ. “მილანთან” მარცხის შემდეგ კარგი თამაშის ჩატარება გვსურდა. გავიშვუთ გოლი, თუმცა მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გუნდი ძალიან მონდომებულია “მილანთან” განმეორებითი მატჩის წინ, ჩვენი თავის გვჯერა. ახლა “რეალთან” მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ფინალში გასვლა შეგვიძლია“.
ვარჯიში 11 საათზე
პირველი გუნდი ვარჯიშს კვირას, 11 საათზე “სიუტატ ესპორტივაზე” გამართავს და სამეფო თასის 1/2 ფინალში, “რეალთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებს.
პუიოლი და ალექსისი
“ბარსას” კაპიტანი “სევილიას” მატჩში განაცხადს მიღმა დარჩა. ფეხბურთელი “მილანთან” შეხვედრაში მიღებული დარტყმის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით არ ათამაშეს. ალექსისი მეორე ტაიმში კრისტიან ტელიომ შეცვალა, ჩილელმა ასევე დარტყმა მიიღო პირველ ნახევარში.



