მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩვენ ”ბარსას” გულშემატკივრები ვართ!

ჩვენ ”ბარსას” გულშემატკივრები ვართ!

 თუ ჩვენ გავიხსენებთ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მოულოდნელ და მაგარ ”ქამბექებს”, ალბათ პირველივე რაც გვახსენდება არის 2005 წლის ფინალი, სადაც ”ლივერპულმა” შეძლო და მატჩი 3:0-დან ამოატრიალა. უფრო სტაჟიან გულშემატკივარს კი გაახსენდება ის, რაც გააკეთა ”სუპერ დეპორმა” 2004 წელს. პირველი 1/8 ფინალური მატჩი ესპანელებმა 4-1 წააგეს ”სან სიროზე”. იმედგაცრუებული იყო, როგორც კლუბი, ისე გულშემატკივრების უმრავლესობა და საპასუხო მატჩზე ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ”დეპორმა” შეძლო 4-0 გამარჯვება და თავისი კვალის დატოვება ჩემპიონთა ლიგაზე.

 12 მარტს, კამპ ნოუზე კატალონიელებს მოუწევთ გმირობის ჩადენა ”მილანის” წინააღმდეგ, თუ სურთ ევროპულ ასპარეზზე მონაწილეობის გაგრძელება. პირველ მატჩში 2-0 იტალიელებისთვის სულ რამდენიმე ხნის წინ, წარმოუდგენელი შედეგი იყო და ბევრს უკვე აღარც აქვს იმედი ესპანელების 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოსვლისა, როგორც ეს 2004 წელს იყო. ამიტომ ყველას ვურჩევ ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს. 

 ხოლო, როდესაც საუბარია ”მილანის” გაშვებულ რეალურ შანსებზე 2005 წლის ფინალის გარდა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2004 წლის მატჩები ”დეპორის” წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა ”სან სიროზე” იტალიელებმა 4-1 შეძლეს და ესპანეთში წყნარად ჩავიდნენ. რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობას მწვრთნელი ასვენებდა და ძირითადის მხოლოდ 4მა ფეხბურთელმა დაიწყო მატჩი. მოკლედ, თავაწეული იტალიელები ”რიასორზე” განადგურდნენ ანგარიშით 4-0 და გამოეთიშნენ კიდევაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს.

 ”დეპორის” ეს თამაში ითვლება, ესპანური კლუბის მიერ ევროპის ნებისმიერ ტურნირზე, საუკეთესო ჩატარებულ მატჩად.

  ”მილანი” – ”ბარსას” მატჩის შემდეგ ბევრი სიახლე დაიწერა ჩვენ საიტზე და კომენტარების უმეტესობაში არის იმედგაცრუებული კულე, რომელიც ფიქრობს, რომ ”ბარსამ” უკვე დაკარგა ყველანაირი შანსი ჩემპიონთა ლიგაზე. ”დეპორის” ასეთი სასწაული თამაში 9 წლის წინ, უნდა იყოს ერთგვარი მუხტი კატალონიელთათვის. თუ ეს შეძლო იმ დროინდელმა ”დეპორტივომ”, რატომ ვერ უნდა შეძლოს იგივე, ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა?! თუ ეჭვი გეპარებათ ბლაუგრანაში უნდა გაიხსენოთ, რომ ჩვენ ”ბარსას” გულშემატკივრები ვართ!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში