– “ბარსელონამ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. საერთო ჯამში კარისკენ მათ 7-ჯერ დაარტყეს, თუმცა სახიფათო არცერთი არ ყოფილა.
– “მილანმა” კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, ხოლო კარში 3-ჯერ. საერთო ჯამში იტალიელებმა მომენტები იდეალურად გამოიყენეს.
– “ბარსელონამ” ბურთი 51-ჯერ მოიგო და 81-ჯერ დაკარგა. “მილანმა” 69-ჯერ მოიგო ბურთი, ხოლო დაკარგა 81-ჯერ.
– “ბარსამ” 860 გადაცემა გააკეთა, აქედან 764 ზუსტი იყო. იტალიელების 328 გადაცემიდან ზუსტი 240 აღმოჩნდა.
– “სან სიროზე” მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოახერხა გუნდმა გასვლით შეხვედრაში გოლის გატანა. ეს გასულ სეზონში, “ჩელსისთან” (1:0) დამარცხების შემდეგ არ მომხდარა.
– “ბარსას” ორი ბურთის სხვაობით 2010/11 სეზონის ესპანეთის სუპერთასის შემდეგ არ წაუგია, განმეორებით შეხვედრაში კატალონიელებმა 4:0 იმარჯვეს. გუნდი ასევე ორი ბურთით დამარცხდა “ინტერთან” (3:1), შინ კი 1:0 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე იტალიელები გავიდნენ.
– “ბარსა” ევროპაში 2:0 2004 წლის 7 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია, მაშინ კატალონიელები “შახტართან” დამარცხდნენ.
– “მილანი” შინ მოგებული თამაშების შემდეგ 3-ჯერ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს მოხდა 1969/70 სეზონში “ფეინოორდთან” (1:0 შინ და 0:2 სტუმრად), 1995/96 წელს “ბორდოსთან” (2:0 და 0:3) და 2003/04 სეზონში “დეპორტივოსთან” (4:1 და 0:4).
– “ბარსას” სტუმრად 2:0 წაგების შემდეგ ვერასდროს გადიოდა შემდეგ ეტაპზე, თუმცა გუნდმა 3-ჯერ მოახერხა პირველ შეხვედრაში 3:0 დამარცხების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა.



