მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: ”ბარსა” – ეს ოჯახია, რომელშიც იზრდები და ვითარდები”

ალვესი: ”ბარსა” – ეს ოჯახია, რომელშიც იზრდები და ვითარდები”

ორშაბათს FIFA.com-მა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა დანი ალვესს. ბრაზილიელი არის ერთ-ერთი ”ბარსას” ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ფიფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იგი ამაყობს ამ დამსახურებით და საინტერესო კომენტარს აკეთებს: ”ეს ხმები მოდის ადამიანებისგან, რომლებმაც კარგად იციან თუ როგორი რთულია ფეხბურთის თამაში. მათ ზუსტად იციან, თუ რა მოეთხოვება ფეხბურთელს და რა არის საჭირო, რომ გახდე მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ვიცი, რომ ჩემს პოზიციაზე ბევრი სხვა ვარიანტი განიხილებოდა და მე ვამაყობ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრით. მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა: როდესაც შენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობ, ინდივიდუალური პრიზების მოგება უფრო ადვილია.”

ალვესმა ასევე ისაუბრა კატალონიურ გრანდზე: ”ამ კლუბში, სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას აქვთ მოთხოვნები, ხოლო ჩვენ იძულებულნი ვართ შევასრულოთ ჩვენზე დაკისრული სამუშაო. თითოეული ჩვენგანი გრძნობს პასუხისმგებლობას ამ გუნდში, ”ბარსა” ხომ უდავოდ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.”

შრომისმოყვარეობა წარმატების გარანტიაა 

ალვესმა ვერ დამალა თავის აღფრთოვანება, როდესაც იგი ახალი გადმოსული იყო კლუბში: ”გამიკვირდა, როდესაც ”ბარსელონას” დონის გუნდმა იყიდა ერთი ნორმალური დონის ფეხბურთელი. კატალონიელები იმ დროს უკვე ითვლებოდნენ ევროპის წამყვან კლუბად და გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემით დაინტერესებულები იყვნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იღბალი არ არის. მრავალი წელი ვშრომობდი, იმისთვის, რომ ახლა ვყოფილვიყავი იქ სადაც ვარ. შრომისმოყვარეობა წარმატების გარანტიაა.”

დანიმ ასევე ისაუბრა მის ახალგაზრდა მეგობარზე ნეიმარზე და მის ტრანსფერზე: ”უკვე წლებია ნეიმარს ერთი და იგივეს ვუმტკიცებ. ჯერ კიდევ არ იყო ნეიმარი პოპულარული, როდესაც მე ვეუბნებოდი, რომ თუ ევროპაში წამოსვლას გადაწყვიტავდა აუცილებლად კატალონიაში უნდა მოსულიყო. ”ბარსა” უფრო მეტია, ვიდრე კლუბი. ეს ოჯახია, რომელშიც შენ იზრდები და ვითარდები.” 

ბრაზილიის შანსები მსოფლიო ჩემპიონატზე 

ალვესი და ნეიმარი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ისინი ბრაზილიის ღირსებას დაიცავენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე საუკეთესო ფეხბურთი აჩვენონ. ”მართალია, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ მათ რაღაც დოზით მაინც აქვთ გამოცდილებდა და სხვათა შორის ტიტულებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, რადგან ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატია და მასპინძლები ვართ. ბრაზილია იძულებულია აჩვენოს თავის საუკეთესო ფეხბურთი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში